
შვედეთის პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე იზაბელ დინგიზიანი გორის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულებს შეხვდა. შეხვედრა დიალოგის ფორმატში გაიმართა და საუბარი შეეხო ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო ჩართულობა, გენდერული თანასწორობა და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა.