EECMD საქართველოში

საქართველო ათწლეულზე მეტია EECMD-ის საქმიანობის ერთერთ ცენტრალურ მიმართულებას წარმოადგენს. ჩვენი საქმიანობა საქართველოში 2009 წელს დაიწყონიდერლანდების ინსტიტუტის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის”-ის (NIMD) მეშვეობით, ხოლო 2017 წლიდან გაგრძელდა EECMD-ის ფარგლებში, დემოკრატიული განვითარების, პოლიტიკური დიალოგისა და სამოქალაქო მონაწილეობის მხარდაჭერის მრავალწლიანი გამოცდილების საფუძველზე.

 

EECMD თანამშრომლობს პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებთან, ახალგაზრდა ლიდერებთან და ადგილობრივ თემებთან, რათა გააძლიეროს დემოკრატიული კულტურა და ხელი შეუწყოს საქართველოში უფრო ინკლუზიურ პოლიტიკურ მონაწილეობას.

ჩვენი საქმიანობის ერთერთი ძირითადი მიმართულებაა დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერა შესაძლებლობების გაძლიერების  ინიციატივების მეშვეობით, ამავდროულად დიალოგის, თანამშრომლობისა და უფრო გამჭვირვალე, მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკური პროცესების ხელშეწყობა.

 

ამასთან ერთად, EECMD მნიშვნელოვან ინვესტიციას ახორციელებს დემოკრატიული განათლებისა და ლიდერობის განვითარების მიმართულებით ისეთი ინიციატივების მეშვეობით, როგორიცაა საქართველოს ექვს რეგიონში მოქმედი დემოკრატიის სკოლების ქსელი, რომელიც ქვეყნის მასშტაბით ათასობით ახალგაზრდას, აქტივისტს, ჟურნალისტსა და სამოქალაქო ლიდერს აძლიერებს

 

EECMD ასევე ორიენტირებულია დემოკრატიის მოქალაქეებთან დაახლოებაზე ამომრჩეველთა განათლების, საჯარო დიალოგის ინიციატივებისა და მონაწილეობითი სამოქალაქო პლატფორმების მეშვეობით. ყველა პროგრამის ფარგლებში, EECMD ხელს უწყობს ინკლუზიურ მონაწილეობას, სადაც განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებულია ქალების, ახალგაზრდებისა და ეთნიკური უმცირესობების გაძლიერებაზე დემოკრატიულ და პოლიტიკურ ცხოვრებაში.

 

დღეს, საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისთვის სულ უფრო შემზღუდველი გარემოს გამო, EECMD- ქვეყანაში საქმიანობის განხორციელება იმავე მასშტაბით, როგორც ადრე, აღარ შეუძლია. მიუხედავად ამისა, ჩვენ კვლავ ერთგულად ვუჭერთ მხარს დემოკრატიულ ღირებულებებს, პლურალიზმსა და აქტიურ სამოქალაქო მონაწილეობას საქართველოში და ფართო რეგიონში.