დემოკრატიის ბანაკი 2014

2014 წლის დემოკრატიის ბანაკის თემა საქართველოს და ევროკავშირის ურთიერთობები იყო. მონაწილეებმა გაიარეს ტრენინგები საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური და ეკონომიკური ასოცირების საკითხებზე, ჩაერთვნენ პოლიტიკის პრაქტიკულ აქტივობებში და მონაწილეობა მიიღეს მოდერირებულ დებატებში.  ბანაკის დატვირთული პროგრამა, ასევე, მოიცავდა სხვადასხვა სპორტულ და საგანმანათლებლო აქტივობებს.

ბანაკში თელავის, გორის, ქუთაისის და ბათუმის დემოკრატიის სკოლის ყველა თაობის ორმოცმა კურსდამთავრებულმა მიიღო მონაწილეობა.