დემოკრატიის ბანაკი 2016

2016 წლის დემოკრატიის ბანაკის მთავარი თემა “იდენტობა” იყო. დებატები თანამედროვე იდენტობის შესახებ მრავალ დონეზე მიმდინარეობს და ბევრ საკითხს შეეხება. იგი აისახება დისკუსიაში ქვეყნის საგარეო პოლიტიკური ამოცანების შესახებ, კამათში უმცირესობათა უფლებებისა და როლის, თანასწორობის და თავისუფლების საკითხებზე, გლობალიზაციასა და კულტურის იდენტობის ურთიერთმიმართებასთან დაკავშირებით.

ბანაკის მრავალფეროვანი, ურთიერთდაკავშირებული აქტივობები გამიზნული იყო იმისათვის, რომ დემოკრატიის აქტივისტებს ემსჯელათ ისეთი ცენტრალური კითხვების ირგვლივ, როგორებიცაა: რას წარმოადგენს თანამედროვე ქართული იდენტობა? ვინ არის და რა ამოძრავებს თანამედროვე ქართველს? როგორი არის თანამედროვე ქართული იდენტობა? შესაძლებელია თუ არა ახალი იდენტობის შექმნა?

სამუშაო სესიებმა, დებატებმა, ლექციებმა, პოლიტიკის სიმულაციამ და სხვა საინტერესო აქტივობებმა მონაწილეები ამ და სხვა მრავალ მნიშვნელოვან საკითხზე დააფიქრა და მისცა ახალი ცოდნა.