EECMD უკრაინაში
2015–2022 წლებში EECMD აქტიურად იყო ჩართული უკრაინაში დემოკრატიული განვითარების მხარდაჭერაში. ორგანიზაცია მუშაობდა რთულ და სწრაფად ცვალებად პოლიტიკურ გარემოში, რaც მიმდინარე რეფორმებითა და საზოგადოებრივი ცვლილებებით იყო განპირობებული.
ამ პერიოდში EECMD-მა შეინარჩუნა სტრატეგიული პოზიცია და მჭიდროდ თანამშრომლობდა პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და მოქალაქეებთან, რათა გაეძლიერებინა დემოკრატიული ინსტიტუტები, წაეხალისებინა მოქალაქეთა მონაწილეობა და ხელი შეეწყო უფრო ღია და კონკურენტული პოლიტიკური სისტემის განვითარებისთვის. EECMD-ის საქმიანობა ფოკუსირებული იყო ინსტიტუტციური შესაძლებლობების განვითარებაზე, მრავალმხრივი დიალოგის გაძლიერებასა და ძირითადი დემოკრატიული აქტორების შორის კონსტრუქციული თანამშრომლობის მხარდაჭერაზე.
ამგვარი საქმიანობით EECMD-მ ხელი შეუწყო დემოკრატიული კულტურის გაძლიერებას და უფრო ინკლუზიური და მონაწილეობითი პოლიტიკური პროცესების განვითარებას ქვეყნის მასშტაბით.
ჩვენი მიდგომა
ამ წლებში EECMD უკრაინაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაზე მუშაობდა შემდეგი მიმართულებებით:
- დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების გაძლიერება მათი ინსტიტუტციური განვითარების მხარდაჭერით
- სამოქალაქო და დემოკრატიის განათლების ხელშეწყობა, მათ შორის დემოკრატიის სკოლების ქსელის მეშვეობით კიევში, პოლტავაში, ლვოვში, დნიპროსა და ოდესაში
- დიალოგის ხელშეწყობა პოლიტიკურ აქტორებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და მოქალაქეებს შორის
- ინკლუზიური და მონაწილეობითი მმართველობის მოდელების ადვოკატირება
- გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და დემოკრატიული რეფორმების მხარდაჭერა