პოლიტიკური განათლება

დემოკრატიის განათლების პროგრამა საქართველოში მიზნად ისახავს გააძლიეროს დემოკრატიის მოთხოვნა საზოგადოებაში და შექმნას საჭირო საფუძველი პოლიტიკური პლურალიზმისათვის. EECMD ეყრდნობა დემოკრატიის განათლების სფეროში არსებულ საერთაშორისო და ადგილობრივ გამოცდილებასა და ექსპერტიზას. ამჟამად, ჩვენი დემოკრატიის სკოლები საქართველოში ფუნქციონირებს ოთხ ქალაქში თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში, ხოლო 2017 წლის ოქტომბრიდან ფუნქციონიებას დაიწყებს უკრიანის 2 ქალაქში ლვოვსა და ოდესაში. დემოკრატიის სკოლის კურსი მოიცავს 5-თვიან საგანმანათლებლო პროგრამას დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებზე. ამავდროულად, EECMD-ის ხელშეწყობით შექმნილია პროგრამის კურსდამთავრებულთა ქსელი, ყოფილი სტუდენტები ფინანსდებიან მცირე გრანტებით და ეძლევათ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობა. დემოკრატიის განათლების პროგრამა განკუთვნილია პოლიტიკური პარტიების, საჯარო სექტორის, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებისათვის.