წიგნის პრეზენტაცია : „პოლიტიკა და დემოკრატია : აუცილებელი საკითხავი II”

NIMD-ის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისმა გამოსცა პუბლიკაციათა სერიის„ დემოკრატია და პოლიტიკა: აუცილებელი საკითხავი“ მეორე წიგნი. „აუცილებელი საკითხავი“ არის პოლიტიკისა და დემოკრატიის შესახებ მნიშვნელოვანი ტექსტების ქართული თარგმანი, რომელიც მიზნად ისახავს ქართველ მკითხველს მიაწოდოს დემოკრატიის წარსულის, აწმყოსა და მომავლის შესახებ დებატებისა და რეფლექციისათვის საჭირო ლიტერატურა. მიმდინარე გამოცემა მოიცავს შემდეგი ავტორების ნაშრომების თარგმანს, ისევე როგორც მათ ინგლისურ ვერსიებს :ისაია ბერლინი, იურგენ ჰაბერმასი, ფრენსის ფუკუიამა, ტიმოთი გარტონ ეში, რობერტ კაგანი, ქეროლ პეიტმანი და გიულერმო ო’დონელი.