EECMD სომხეთში

EECMD სომხეთში მუშაობს დემოკრატიული განვითარების მხარდასაჭერად, ინკლუზიურ დიალოგის ხელშეწყობის, პოლიტიკური აქტორების გაძლიერებისა და მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობის წახალისების გზით.

 

რეგიონულ გამოცდილებაზე დაყრდნობით ორგანიზაცია ხელს უწყობს უფრო ღია, მდგრადი და მონაწილეობითი პოლიტიკური გარემოს ჩამოყალიბებას. EECMD თანამშრომლობს პოლიტიკურ პარტიებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან და სხვა საკვანძო დაინტერესებულ მხარეებთან, რათა გააძლიეროს თანამშრომლობა, განამტკიცოს ნდობა და ხელი შეუწყოს კონსტრუქციულ ჩართულობას პოლიტიკურ სივრცეში.

 

მისი ქმედებების მეშვეობით EECMD ქმნის სივრცეებს დიალოგისთვის, იდეების გაცვლისა და თანამშრომლობისთვის, რაც ხელს უწყობს ინკლუზიური და დაბალანსებული დემოკრატიული პროცესის განვითარებას.

 

ჩვენი მიდგომა

EECMD დემოკრატიული პროცესების გაძლიერებაზე მუშაობს შემდეგი მიმართულებებით:

  •      პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და სომხეთის მოქალაქეებს შორის დიალოგის ხელშეწყობა;
  •      სომხური პოლიტიკური პარტიების გაძლიერება და მათი განვითარების მხარდაჭერა; 
  •      ინკლუზიური და მონაწილეობითი მმართველობის ხელშეწყობა; 
  •      თანამშრომლობისა და საერთო ხედვის ჩამოყალიბების წახალისება ხვადასხვა პოლიტიკურ და სოციალურ აქტორებს შორის.