ჩვენი გუნდი

შორენა ჯოელი

შორენა ჯოელი იკავებს ფინანსური დირექტორის თანამდებობას აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში. 2009-2015 წლებში იგი მუშაობდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში, ფინანსურ-ადმინისტრაციის ოფიცრის თანამდებობაზე.

2006-2007 წლებში იგი წარმოადგენდა საქართველოს ოფისის კოორდინატორს IREX/IATP-ის ოფისში. 2005-2006 წლებში მუშაობდა IREX-ში, USAID-ის მიერ დაფინანსებულ მედია ინოვაციების პროგრამაში, ტრენინგების პროგრამის ოფიცრის პოზიციაზე.

2007/2008 წლებში მან მიიღო სამთავრობო დაფინანსება კვიპროსის დაგეგმვის ბიუროსაგან და დაამთავრა კვიპროსის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით.

1990/1995 წლებში იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდენობის ფაკულტეტზე და მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი.

ნინო ყოჩიაშვილი

ნინო ყოჩიაშვილი იკავებს ფინანსური ასისტენტის/ბუღალტრის პოზიციას აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში. ვიდრე EECMD-ის შემოუერთდებოდა, იგი მუშაობდა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანაშემწის პოზიციაზე. 2014-2015 წლებში, ის იკავებდა ფინანსური ოფიცრის პოზიციას კომპანია JSI – „ჯონ სნოუ ინქ.-ის“ საქართველოს ფილიალში, რომელიც ახორციელებდა აშშ განვითარების სააგენტოს პროექტ „შენარჩუნებას“. 2007-2014 წლებში ნინო მიწისა და უძრავი ქონების პროფესიონალთა ასოციაციის (APLR) ფინანსური მენეჯერი იყო, რომელიც ახორციელებდა აშშ განვითარების სააგენტოს „მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტს. 2001-2007 წლებში ის მიწის მესაკუთრეთა უფლებების დაცვის ასოციაციის ფინანსური დეპარტენტში იკავებდა სხვადასხვა პოზიციებს.

ნინო ყოჩიაშვილი თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია და ფლობს ეკონომისტის ხარისხს (ფინანსებისა და კრედიტის სპეციალიზაციით).

მაია მაჭავარიანი

მაია მაჭავარიანი იკავებს პროგრამების (და მოქმედი დირექტორის) დირექტორის პოზიციას. 2013-2015 წლებში იგი ხელმძღვანელობდა NIMD-ის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ პროგრამას. 2012-2013 წლებში მაია მუშაობდა USAID-ის დაფინანსებულ პროექტ „დემოკრატიული მმართველობა საქართველოში“ – (G3), საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში.

მაია არის დუბლინის უნივერსტეტის, პოლიტიკური მეცნიერებების ფაკულტეტის  დოქტორანტობის კანდიდატი. 2017-2018 წლებში მაია მონაწილეობდა სამეცნიერო გაცვლით პროგრამებში ჰარვარდის უნივერსტეტსა და ოქსფორდ ბრუქსის უნივესტეტებში. მაია ფლობს მაგისტრის ხარისხს საერთაშორისო ურთიერთობებში პრაღის მეტროპოლიტენის უნივერსტეტიდან და ბაკალავრისა და მაგისტრის დიპლომს თურქულ ენასა და ლიტერატურაში.

თქვენი სურათი აქ?

შეამოწმეთ კარიერული შესაძლებლობები ჩვენთან და შესაძლოა მომავალში ერთად ვიმუშაოთ!