დემოკრატიის ლიდერის ჯილდო

აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა 2015 წელს „დემოკრატიის ლიდერის“ ჯილდო დააწესა.

ყოველწლიურად ორგანიზაცია დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულთა ქსელიდან გამოარჩევს და დემოკრატიის ლიდერის ჯილდოს გადასცემს იმ ადამიანს, რომელმაც გამოავლინა განსაკუთრებული სიმამაცე, სიმტკიცე და ლიდერის თვისებები დემოკრატიული ღირებულებების, ადამიანის უფლებების და თანასწორობის გაძლიერებისა და პოპულარიზაციის საქმეში. ეს ინიციატივა არის მხარდაჭერა და აღიარება ზოგჯერ ნაკლებად შესამჩნევი, მაგრამ ისეთი ღერებული საქმისა, რასაც დემოკრატიის აქტივისტები აკეთებენ თავიანთი საზოგადოებისთვის, ქალაქებისთვის, ქვეყნისთვის.

დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა შორის ყოველწლიური ლიდერის დასახელებით, EECMD ახალისებს მათ უფრო აქტიურად გამოიყენონ ის ცოდნა და უნარები, რაც დემოკრატიის სკოლაში სწავლისას შეიძინეს და ამით წვლილი შეიტანონ საქართველოს დემოკრატიული საფუძვლების განმტკიცების საქმეში.