Partners in democracy and our budgets

“საქართველოს პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება„

პროექტის ხანგრძლივობა: 2023
პროექტის ბიუჯეტი €76,085.07  
განხორციელების ადგილი: საქართველო

პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია ცენტრალიზებული პარტიული სტრუქტურები გარდაქმნას დინამიკურ, მონაწილეობით და დემოკრატიულ პლატფორმებად სტრატეგიული დაგეგმვისა და ორგანიზაციულ განვითარებაში დახმარების გზით. გარდა ამისა, პროექტის ფარგლებში ქართველი პოლიტიკოსებისთვის მოეწყობა საერთაშორისო ვიზიტი დანიაში დიალოგისა და დემოკრატიული გამოცდილების გაზიარების მიზნით.  ასევე, პროექტი ითვალისწინებს გაზეთის გამოცემას, რომელიც მიზნად ისახავს დეზინფორმაციის წინააღმდეგ ბრძოლას და დემოკრატიული ღირებულებების გავრცელებას.

“საქართველოს პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება„

პროექტის ხანგრძლივობა: 2023-2024
პროექტის ბიუჯეტი:  € 149, 312,00 განხორციელების ადგილი: საქართველო

პროექტის აღწერა: პროექტი შედგება ორი განსხვავებული, მაგრამ ურთიერთდაკავშირებული კომპონენტისგან, რომელთა მიზანია უკეთ ინფორმირებული და აქტიური დემოკრატიული საზოგადოების შექმნა. ინიციატივა მოიცავს ვებგვერდის (www.partiebi.ge) განახლებას, რომელიც ამომრჩეველთა ინფორმირების მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია 2012 წლიდან.  პროექტის ფარგლებში ასე გაიმართება დემოკრატიის ფესტივალი თბილისში. ფესტივალის მიზანია საქართველოში ევროპული დემოკრატიული ფასეულობების გამყარება და იმგვარი სივრცის შექმნა, სადაც პოლიტიკური პარტიები და საზოგადოება მოიყრის თავს დემოკრატიული დიალოგისა და დებატებისთვის. აღნიშული საპილოტე ღონისძიება მიზნად ისახავს ამ დღის ქართული დემოკრატიის ტრადიციაში დამკვიდრებას.

„დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის გაძლიერება მოლდოვაში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობისა და გაძლიერებული პოლიტიკური დიალოგის მეშვეობით“

პროექტის ხანგრძლივობა: 2021 – 2024 წწ

პროექტის ბიუჯეტი: 249.801 ევრო განხორციელების ადგილი: მოლდოვა

პროექტის აღწერა: პროექტის მთავარი მიზანია დემოკრატიის საფუძვლების გაძლიერება და დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის განვითარება მოლდოვაში. პროექტი ამის მიღწევას მოლდოვის დემოკრატიის სკოლის საგანმანათლებლო პროგრამის საშუალებით გეგმავს. ტრენინგის პროგრამის მთავარი აქცენტია პოლიტიკური დიალოგის შესაძლებლობების განვითარება.

“ჯგუფი 24” 

პროექტის ხანგრძლივობა: 01.07.2023 – 30.06.2025 
პროექტის ბიუჯეტი:  € 59, 569 განხორციელების ადგილი: საქართველო 

პროექტის აღწერა: „ჯგუფი 24“ მიზნად ისახავს არჩევნების წინ შექმნას პლატფორმა დიალოგისა და დისკუსიებისთვის, რაც ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანობის გაზრდას და დემოკრატიული პრინციპების დაცვას. ჯგუფის მისიაა მიუკერძოებელი ანალიზის ჩატარება და რეკომენდაციების გამომუშავება პოლიტიკური ორგანიზების,  საკომუნიკაციო და პოლიტიკის საკითხების შემუშავების და ორგანიზაციული მიდგომების გაძლიერების შესახებ, მათ შორის, კამპანიების განხორციელება, საარჩევნო ხმის დაცვა და არჩევნების დღის დაკვირვება

RE-ENGAGE

პროექტის ხელმძღვანელი: ნორვეგიის საერთაშორისო საქმეთა ინსტიტუტი (NUPI)

პროექტის ბიუჯეტი: € 109, 062, 50 განხორციელების ადგილი: საქართველო

პროექტის აღწერა: პროექტი RE-ENGAGE შექმნილია სამი ძირითადი მიზნის ირგვლივ: (1) მიმდინარე ომისა და გეოპოლიტიკური დაპირისპირების ფონზე, შეიტანოს მნიშვნელოვანი წვლილი ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიის გადაფასებასა და გადახედვაში; (2) RE-ENGAGE ითვალისწინებს პოლიტიკური ანალიზისა და პროგნოზების წარმოებას, რომლებიც ასახავს ძირითადი გარე ძალების, მათ შორის ჩინეთის, რუსეთისა და შესაძლოა თურქეთის გეოპოლიტიკურ მიზნებს დასავლეთ ბალკანეთსა და აღმოსავლეთ სამეზობლოში; (3) ასევე, პროექტის მიზანია გამოავლინოს გზები, რომლითაც ევროკავშირს შეეძლება თავდაცვისა და საგარეო პოლიტიკის ზომების გაძლიერება  ჰიბრიდული ან არატრადიციული სამხედრო საფრთხეების წინააღმდეგ.

„ქალთა გაძლიერება პოლიტიკაში მონაწილეობის უზრუნველსაყოფად“

პროექტის ბიუჯეტი:  € 224, 173, 32 პროექტის ხანგრძლივობა: 20.09.2023 – 30.12.2026 

განხორციელების ადგილი: საქართველო

პროექტის აღწერა: პროექტის საერთო მიზანია საქართველოში დემოკრატიული და წარმომადგენლობითი საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა ქალი ლიდერების და ქალთა საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციების გაძლიერებისა და მხარდაჭერის გზით. ამის მისაღწევად პროექტი ოთხ ძირითად მიდგომას გამოიყენებს: (1) განათლება დემოკრატიული პროცესების შესახებ; (2) პოლიტიკური და პოლიტიკის უნარების გაძლიერება; (3) თანამოაზრეთა ქსელის და (4) პოლიტიკის დიალოგის პლატფორმების შექმნა.

“ქალთა წარმომადგენლობა და გავლენა ადგილობრივ პოლიტიკაში“

პროექტის ხანგრძლივობა: 01.06.2023 – 30.06.2025
პროექტის ბიუჯეტი: 104.127.00 EUR განხორციელების ადგილი: საქართველო

პროექტის აღწერა: პროექტი წარმოადგენს საერთაშორისო მრავალპარტიული პროექტის ნაწილს, რომლის მიზანია გაზარდოს ქალთა წარმომადგენლობა და გავლენა ადგილობრივ პოლიტიკასა და პოლიტიკურ პარტიებში როგორც გლობალურად, ასევე საქართველოში. პროექტის აქტივობები საქართველოში მოიცავს 3 დემოკრატიულ ქართულ პოლიტიკურ პარტიაში გენდერული აუდიტის ჩატარებას, ხოლო ქალთა წარმომადგენლობის გაზრდის მიზნით პოლიტიკური პარტიების სამოქმედო გეგმებისა და სტრატეგიების შემუშავებასა და შემდგომ განხორციელებაზე მუშაობას. რეგიონულ დონეზე პროექტი ითვალისწინებს კვარტალური ონლაინ სესიების ორგანიზებას, ქართულ და დანიურ პოლიტიკურ პარტიებს შორის გამოცდილების გაზიარებას და პოლიტიკური ორგანიზაციების დემოკრატიულ განვითარებას. ამასთანავე, პროექტში შერჩეული ქართული მხარის დელეგატები მონაწილეობას მიიღებენ ქალაქ კოპენჰაგენში გამართულ ორ სემინარში. აღნიშნული სესიები წარმოადგენს პლატფორმას პროექტში მიღებული გამოცდილებისა და სამომავლო მიზნების გასაზიარებლად.

„დემოკრატიული პოლიტიკური კულტურის ხელშეწყობა საქართველოში სამოქალაქო ჯგუფების ჩართულობის, თანამშრომლობისა და კავშირების გაძლიერებით ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე” 

პროექტის ხანგრძლივობა: 01.11.2023 – 13.12.2024

პროექტის ბიუჯეტი: DKK 1,200,000 წამყვანი ორგანიზაცია: დანიის პარტიებისა და დემოკრატიის ინსტიტუტი (DIPD) განხორციელების ადგილი: საქართველო 

პროექტის აღწერა: პროექტის ძირითადი მიზანია საქართველოს 4 რეგიონში (აჭარა, შიდა ქართლი, კახეთი და იმერეთი) ახალგაზრდა ლიდერების (კაცები და ქალები) გაძლიერება და მათი აღჭურვა ისეთი ცოდნითა და უნარებით, რაც საჭიროა მონაწილეობითი დემოკრატიისა და კარგი მმართველობის ადვოკატირებისათვის. პროექტი მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: (1) ქართველი ახალგაზრდა ლიდერების განათლებასა და გადამზადებას EECMD-ის დემოკრატიის სკოლებსა და მობილური დემოკრატიის სკოლებში; (2) ინკლუზიური პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობას; (3) კავშირების დამყარებას ახალგაზრდა დემოკრატიულ ლიდერებს შორის საქართველოში (ადგილობრივ დონეზე) და საქართველოსა და დანიის ახალგაზრდა პოლიტიკოსების შეკავშირებას (საერთაშორისო დონეზე) საერთო მიზნითა და ძალისხმევით, მხარი დაუჭირონ დემოკრატიის პრინციპების დაცვასა და დემოკრატიის გაძლიერებას ქვეყნის მასშტაბით.

„საქართველოს დემოკრატიის სიძლიერე და მისი სწრაფვა ევროკავშირისკენ“

პროექტის ხანგრძლივობა: სექტემბერი 2023 – მარტი 2024
პროექტის ბიუჯეტი: € 7,500 განხორციელების ადგილი: საქართველო

პროექტის აღწერა: პროექტის მიზანია საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების მედეგობისა და დემოკრატიული პრაქტიკის ხელშეწყობა რეგიონული ქსელების შექმნის, დიალოგის წახალისებისა და ცნობიერების ამაღლების კამპანიებით. პროექტი აერთიანებს შემდეგ კომპონენტებს: (1) პროდემოკრატიული დისკურსის გაძლიერებას იმერეთის რეგიონში EECMD-ის დემოკრატიის სკოლების კურსდამთავრებულთა ქსელის ჩართულობით; (2) დიალოგის, თანამშრომლობის, ცოდნისა და უნარების გაზიარების პლატფორმების შექმნას; (3) დემოკრატიული პრინციპების მხარდამჭერი ძლიერი რეგიონული ქსელის ჩამოყალიბებას.