შორენა ჯოელი

შორენა ჯოელი იკავებს ფინანსური დირექტორის თანამდებობას აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრში. 2009-2015 წლებში იგი მუშაობდა გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციაში, ფინანსურ-ადმინისტრაციის ოფიცრის თანამდებობაზე.

2006-2007 წლებში იგი წარმოადგენდა საქართველოს ოფისის კოორდინატორს IREX/IATP-ის ოფისში. 2005-2006 წლებში მუშაობდა IREX-ში, USAID-ის მიერ დაფინანსებულ მედია ინოვაციების პროგრამაში, ტრენინგების პროგრამის ოფიცრის პოზიციაზე.

2007/2008 წლებში მან მიიღო სამთავრობო დაფინანსება კვიპროსის დაგეგმვის ბიუროსაგან და დაამთავრა კვიპროსის უნივერსიტეტი ბიზნესის ადმინისტრირების განხრით.

1990/1995 წლებში იგი სწავლობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აღმოსავლეთმცოდენობის ფაკულტეტზე და მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი.