გამოცემები

ქალთა ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში

Authors: NIMD (2013)

პუბლიკაცია წარმოადგენს ექსპერტული ანალიზისა კრებულს, რომელიც „ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობამ (NIMD), კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის მხარდაჭერით, პროექტის „ქალთა ჩართულობის გაძლიერება საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში” ფარგლებში გამოსცა. პროექტის ფარგლებში ჩატარდა თემატური დისკუსიები გენდერული თანასწორობის თემაზე თბილისსა და საქართველოს სხვა ხუთ ქალაქში, რომელსაც ესწრებოდნენ მთავრობისა და პარლამენტის წევრები, არასამთავრობო საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციები და დამოუკიდებელი ექსპერტები. სწორედ თემატური დისკუსიების ფარგლებში, საკითხის დამოუკიდებელი ექსპერტის  მიერ მომზადებული ექსპერტული მიმოხილვები გახდა პუბლიკაციის შექმნის საფუძველი.
კრებული წარმოადგენილია 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების გერნდერული ანალიზი და ორგანიზაციის მიერ მოწვეული ხუთი დამოუკიდებელი ექსპერტის ავტორობით შექმნილი ანალიტიკური დოკუმენტები გენდერულ თანასწორობაზე შრომით ურთიერთობებში, განათლების პოლიტიკის დაგეგმვაში, ქალთა მიმართ ძალადობის, მედიაში გენდერული თანასწორობის თემატიკის გაშუქებისა და ბიუჯეტის გენდერული მეინსტრიმინგის თემებზე.
ეს პუბლიკაცია არ გამოხატავს რაიმე სახელმწიფო ან პოლიტიკურ ინტერესს. პუბლიკაციაში ასახული მოსაზრებები არ არის აუცილებელი ასახავდეს NIMD–ის და მათი მართველობის მოსაზრებებს. NIMD პასუხს არ აგებს ავტორთა მიერ ამ სადისკუსიო დოკუმენტებში მოყვანილი ფაქტების, მონაცემების ან წყაროების ციტირების სიზუსტეზე.

NIMD სამხრეთ კავკასია

Authors: NIMD (განახლებულია 2013 წელს)

NIMD სამხრეთ კავკასიის კორპორატიული ბროშურის მკითხველს შეუძლია მიიღოს მოკლე ინფორმაცია ორგანიზაციის მისიისა და რეგიონული საქმიანობის შესახებ. პუბლიკაციაში ლაკონურად არის განმარტებული ძირითადი პროგრამული მიმართულებების მიზნებისა და ამოცანების შესახებ.

საქართველოს კონსტიტუცია

Authors: კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრი, NIMD (2013)

წინამდებარე პუბლიკაცია წარმოადგენს არაოფიციალურ ტექსტს და მომზადებულია ა(ა)იპ ”კონსტიტუციონალიზმის კვლევისა და ხელშეწყობის რეგიონული ცენტრის” მიერ და დაბეჭდილია ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) სამხრეთ კავკასიის ოფისის ფინანასური მხარდაჭერით. იგი მოიცავს 1995 წლის 24 აგვისტოს მიღებული საქართველოს კონსტიტუციის ტექსტს, მასში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებებს. ეს პუბლიკაცია არ გამოხატავს რაიმე სახელმწუფო ან პოლიტიკურ ინტერესს. პუბლიკაციაში ასახული მოსაზრებები ან ფაქტები არასახავს NIMD-ის მოსაზრებებს. NIMD პასუხს არ აგებს ამ პუბლიკაციის და/ან ავტორთა მიერ მოყვანილი ფაქტების, მონაცემების ან ციტირების სიზუსტეზე.

ეროვნული უმცირესობების ინტეგრაცია საქართველოში

Authors: ქრისტინე მარგველაშვილი, ანა წიკლაური, ლევან კახიშვილი, დიანა ბოგიშვილი, ირინა ოსეფაშვილი (2017)

პუბლიკაცია მომზადდა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისა (NIMD) და ეროვნული უმცირესობების საკითხებში ეუთოს უმაღლესი კომისრის (OSCE-HCNM) ოფისის დაკვეთით და ოთხ პოლიტიკის დოკუმენტს აერთიანებს. პოლიტიკის დოკუმენტები საქართველოში ეროვნული უმცირესობების სოციალურ-პოლიტიკურ ინტეგრაციას ეხება და ემყარება კვლევას, რომელიც შესაბამისი სფეროს პროფესიონალებმა ჩაატარეს

NIMD-ის წლიური ანგარიში 2010

Authors: NIMD (2010)

NIMD-ის წლიურ ანგარიშში, მკითხველს შეუძლია გაეცნოს ინფორმაციას NIMD-ის პროგრამების, მისი ინსტიტუციონალური შესაძლებლობებისა და 2010 წლის ბიუჯეტის შესახებ.

რადგანაც 2010 წელი NIMD-ის მეორე ოთხ წლიანი პროგრამირების ციკლის დასასრულად მოიაზრებოდა, ახალი მრავალწლიანი გეგმის მომზადება დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვდა. თუმცა, სამინისტროს ახალი 2012-2015 წლის სუბსიდირების ჩარჩოს ფარგლებში, ეს ციკლი 2011 წლამდე გახანგრძლივდა.

მომავლის დაგეგმვა მოითხოვდა წარსულის გადააზრებასაც, რაშიც NIMD-ის და მისი 2006-2010 წლის პროგრამების შეფასებამ თავისი წვლილი შეიტანა. რეფლექციასა და დაგეგმვაში დახარჯული დროის მიუხედავად, NIMD-ის საქმიანობის ძირითადი ფოკუსი, პირველ რიგში, ქვეყნის და რეგიონალური პროგრამები იყო.

Стратегічне планування для політичних партій: практичний посібник

Authors: Каспар Ф. ван ден Берг; За підтримки: Каті Пара, Сем ван дер Штаак, Леван Цуцкірідзе (2013)

Цей посібник створений у співпраці НІБД та Міжнародного інституту сприяння демократії та виборам (IDEA). Публікація втілює багаторічний досвід НІБД у сфері розвитку політичних партій в Грузії та призначена для подальшого використання у проектах зазначених організацій.

Стратегічне планування для політичних партій є своєрідним внеском, який партії по всьому світі можуть використовувати з метою відновлення зацікавленості та довіри серед громадян. Використовуючи цей посібник, положення якого було успішно апробовано Нідерландським інститутом багатопартійної демократії (НІБД) у Грузії та Мозамбіку, НІБД сподівається сприяти зміцненню організаційної структури партій та їх шансів у виборчих перегонах. Посібник надає політичним партіям практичні поради у сфері стратегічного планування. Крім цього, пропонується широкий спектр підходів до самого процесу планування з метою зміцнення організаційної структури партій. Звісно, стратегія проведення виборчої кампанії політичної партії є одним з аспектів її функціонування, однак не є фундаментальною основою її діяльності.

http://nimd.org/theme-brochures/strategic-planning-for-political-parties-a-practical-tool/