გამოცემები

დემოკრატიას დემოკრატები სჭირდება:წლიური ანგარიში 2016

Authors: ნინო ჯაფიაშვილი, ლევან ცუცქირიძე, მარიამ ჩიხლაძე, სალომე მუხურაძე, ანა გიორგაძე

პუბლიკაციაში შეჯამებულია ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის, აღმოსავლეთ ევროპის ოფისის 2016 წლის საქმიანობა. გასული წელი სტრატეგიულად მნიშვნელოვანი და საკმაოდ ინტენსიური წელი იყო ორგანიზაციისათვის. მისი საქმიანობის მასშტაბი სამხრეთ კავკასიის შემდეგ უკრაინაზე გაფართოვდა. პუბლიკაციის საშუალებით მკითხველს შესაძლებლობა აქვს გაეცნოს NIMD-ის გუნდს, მისი პროგრამების საქმიანობას და იმ სიახლეებს, რაც პირველად 2016 წელს განხორციელდა.

ქალის უფლებრივი მდგომარეობა აჭარაში: წარსული, თანამედროვეობა და სამომავლო პერსპექტივა

Authors: ლელა გაფრინდაშვილი, 2016

პუბლიკაცია მომზადდა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისა (NIMD) და კანადის ადგილობრივი ინიციატივების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით.

ქალთა პრობლემების მოგვარების გზაზე უმნიშვნელოვანესი ნაბიჯია ამ პრობლემების გაცნობიერება არა მხოლოდ გლობალურ კონტექსტში, არამედ ცალკეული სოციალური ჯგუფების და რეგიონების მიხედვით. ამ სამუშაოს მეტ­ნაკლები ხარისხით არასამთავრობო ორგანიზაციები ასრულებენ, რომლებიც ყველაზე კარგად დედაქალაქში განვითარდნენ და სწორედ ამიტომ ქალის უფლებრივ მდგომარეობაზე და დისკრიმინაციის ფორმებზე ყველაზე მეტი ინფორმაცია თბილისში მომუშავე ორგანიზაციებში იყრის თავს. რეგიონებში ქალთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების რიცხვი მცირეა და ცოტაა მათი დედაქალაქის ორგანიზაციებთან თანამ შრომლობის შემთხვევებიც. თუმცა ასეთი კოლაბორაცია მაინც არსებობს. ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, ეს ნაშრომი საქართველოს ერთ-ერთ რეგიონში, აჭარაში, ქალთა უფლებრივ მდგომარეობაზე რეფლექსიის ცდაა.

13 მითი სტალინის შესახებ

“13 მითი სტალინის შესახებ” ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) დაკვეთით მომზადდა. გამოცემის მიზანია სტალინის შესახებ იმ მითების გაქარწყლება, რომლებიც ტოტალიტარულმა სახელმწიფომ შექმნა და ჯერ კიდევ გავრცელებულია საქართველოში. ნარკვევში ახსნილია 13 ყველაზე აქტუალური მითის წარმოშობის წყარო, მიზეზი და ხანგრძლივობის საფუძველი. ტოტალიტარულ რეჟიმებსა და პერსონებს გამუდმებით თან სდევთ მითები, რომელთა ნაწილი თავად რეჟიმის არსებობის პერიოდში იქმნება და სისტემის გაძლიერებას ემსახურება. მეორე ნაწილი იქმნება მოგვიანებით, განსხვავებულ სოციალურ გარემოში, საზოგადოების მოთხოვნის შედეგად ან გამიზნულად ამ მითების შემქმნელი სახელმწიფო თუ სოციალური ინსტიტუტების მეშვეობით თუ მათი დაკვეთით. სტალინის ბიოგრაფიასთან დაკავშირებული მრავალი მითი არსებობს. ჩვენ შევარჩიეთ ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე აქტუალური და ყველაზე ტირაჟირებული 13 მითი სტალინის შესახებ.”

გზამკვლევი ევროკავშირი და საქართველო

Authors: მიხეილ მირზიაშვილი & ივანე ჩხიკვაძე (2014)

გზამკვლევი მომზადებულია ორგანიზაციების: ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის, სამხრეთ კავკასიის წარმომადგენლობა (NIMD) და ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის თანამშრომლობის ფარგლებში.

გზამკვლევი ლაკონური ტექსტით გადმოსცემს საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შინაარს. ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიას, ევროკავშირის ძირითად ინსტიტუტებს და პასუხობს საქართველოში გავრცელებულ მითებს ევროკავშირის შესახებ.

ადგილობრივი თვითმმართველობა. პოლიტიკური პარტიების დაფინანსება. ქალები და უსაფრთხოება

Authors: ნინო კაკუბავა & თამუნია ჭინჭარაული, ქეთევან ბოლქვაძე, რუსუდან კერვალიშვილი (2014)

ეს პუბლიკაცია მომზადდა ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) და ევროპული პარტნიორობა დემოკრატიისთვის თანამშრომლობით (EPD) და სამ პოლიტიკის დოკუმენტს უყრის თავს. პოლიტიკის დოკუმენტები ემყარება კვლევას, რომელიც შესაბამისი სფეროს პროფესიონალებმა ჩაატარეს. ისინი თანამედროვე ქართული პოლიტიკის გამოწვევებს, თვითმმართველობის რეფორმას, პოლიტიკური პარტიების დაფინანსებას, და ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის გაზრდას შეეხება. ამჟამად, ეს თემები ცხარე დებატების საგანია.

ქეთევან ბოლქვაძის პუბლიკაცია ყურადღებას უთმობს სომხეთისა და საქართველოს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების სისტემების შესწავლას და მკითხველს ამ სისტემების დახვეწისათვის რეკომენდაციებს სთავაზობს. კაკუბავასა და ჭინჭარაულის ერთობლივი ნაშრომი პოლიტიკური მონაწილეობის სამართლებრივ და ინსტიტუციონალურ ასპექტებს აანალიზებენ. რუსუდან კერვალიშვილის ნაშრომი მშვიდობის მშენებლობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხში ქალთა მონაწილეობას შეეხება. ავტორი ამ მხრივ საქართველოს მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებს მიმოიხილავს და გვთავაზობს რეკომენდაციებს პრაქტიკაში მათი უკეთ იმპლემენტაციისათვის.

საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი

Authors: ალვარო პინტო სქოლტბახი და გია ნოდია (2006)

დაახლოებით ორი ათწლეულია, საქართველო დემოკრატიული პოლიტიკური პარტიული სისტემის განვითარებას ცდილობს. ნაბიჯ-ნაბიჯ მიიღწეოდა წარმატებები და პასუხი გაეცემოდა ახალ-ახალ გამოწვევებს. მაგრამ როგორია სამომავლო პერსპექტივები? როგორია პოლიტიკური პარტიების არსებული სისტემა და როგორ შეიძლება მისი გაუმჯობესება მდგრადი დემოკრატიის მისაღწევად?
ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის, დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ეუთო/დიაუო) ინიციატივით „ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და „მშვიდობის, დემოკრატიისა და განვითარების კავკასიური ინსტიტუტის კვლევითმა ჯგუფმა“ ჩაატარა ინტერაქციული კვლევა, რომელშიც ქართულმა პოლიტიკურმა პარტიებმა თავად უპასუხეს კითხვებს და მონაწილეობა მიიღეს წიგნში წარმოდგენილი სურათის შემუშავებაში. კვლევაში მოცემულია მრავალმხრივი ანალიზი არსებული სიტუაციისა და მისი ისტორიული ფონი. ასევე, მომავალი განვითარებისთვის პრაქტიკული რეკომენდაციები. წიგნი ქართული პოლიტიკის ანგარიშგასაწევ ხედვას გვთავაზობს.

საკონსტიტუციო რეფორმა საქართველოში: პოლიტიკური პარტიების თვალსაზრისი

Authors: NIMD, CRRC (2010)

პუბლიკაცია მოიცავს 13 ოპოზიციული პოლიტიკური პარტიის მოსაზრებას საკონსტიტუციო რეფორმის ირგვლივ. ანგარიში დაყოფილია თავებად და მოიცავს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების პოზიციების ანალიზს ზოგადად, საკონსტიტუციო რეფორმაზე და ასევე ისეთი კონკრეტულ საკითხებზე, როგორიცაა: ხელისუფლების დანაწილება, ძალთა ბალანსი, სასამართლო რეფორმა, არჩევნები და პარლამენტი, კონფლიქტური რეგიონები და ტერიტორიული მოწყობა, ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, პარტიების დაფინანსება.

2010 წელს, NIMD საქართველოს წარმომადგენლობამ 8 საჯარო დებატის ორგანიზებას გაუწია მხარდაჭერა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აღნიშნულ დებატებში მონაწილეობის მისაღებად მოწვეულნი იყვნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენლები. ამავე დროს, NIMD დაინტერესებული იყო პროცესში ჩაერთო ის პოლიტიკური ორგანიზაციები, რომელთაც უარი განაცხადეს სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიასთან თანამშრომლობაზე. არასამთავრობო ორგანიზაციებთან და მეცნიერებთან ერთად, NIMD-მა შეიმუშავა კითხვარი, რომელიც საკონსტიტუციო რეფორმის უმთავრეს საკითხებსა და კონსტიტუციასთან პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის’’ (CRRC) მხარდაჭერით, NIMD-მა 13 პოლიტიკური პარტია მიიწვია კვლევაში მონაწილეობის მისაღებად. პარტიების უმეტესობამ კითხვებზე პასუხი ენთუზიაზმითა და თანამშრომლობისადმი კონსტრუქციული დამოკიდებულებით გასცა.

ახალი მემარჯვენეები მცირე ბიზნესისათვის

Authors: პ.პ. „ახალი მემარჯვენეები“ (2011)

პუბლიკაცია ეფუძნება NIMD-ისა და პოლიტიკური პარტია „ახალი მემარჯვენეების” თანამშრომლობის პროექტის „პ/გ ახალი მემარჯვენეების პოლიტიკის ანალიზის შესაძლებლობების გაზრდა და ინსტიტუციური განვითარების მხარდაჭერა“ ფარგლებში ჩატარებული სემინარებისა და განხილვების შედეგად შედგენილ პოლიტიკის დოკუმენტებს ბიზნესის, ჯანდაცვის, განათლების, მეცნიერების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სოფლის მეურნეობის დარგებში და განკუთვნილია დისკუსიების, სემინარებისა და საჯარო განხილვების მონაწილეთათვის.

დოკუმენტში გამოთქმული მოსაზრებები წარმოადგენს სხვადასხვა სფეროს სპეციალისტებისა და „ახალი მემარჯვენეების“ ერთობლივი მუშაობის შედეგს. იგი არავითარ შემთხვევაში არ წარმოადგენს NIMD-ის ოფიციალურ პოზიციას. NIMD არ არის პასუხისმგებელი აქ განთავსებული ინფორმაციის სისწორეზე ან ცალკეულ მოსაზრებებზე. აღნიშნული პუბლიკაციის გამოცემით, NIMD მიზნად არ ისახავს რომელიმე კონკრეტული პარტიის პოლიტიკურ მხარდაჭერას.