საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტი

დემოკრატიულ საზოგადოებებში პოლიტიკურ პარტიებს მრავალი მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ: არჩევნებში მონაწილეობასა და კანდიდატების წარდგენასთან ერთად, ისინი პოლიტიკის შემუშავების, მმართველობაში მონაწილეობის, საზოგადოებრივ ინტერესთა გაერთიანების თუ პოლიტიკური სოციალიზაციის მნიშვნელოვან როლსაც ასრულებენ. პარტიების ინსტიტუციური სიჯანსაღე ამ მნიშვნელოვანი ფუნქციების წარმატებით შესრულებას განაპირობებს. „საქართველოს პოლიტიკური ლანდშაფტის“ მეორე გამოცემა სწორედ იმის უკეთ შესასწავლად შეიქმნა, თუ განვითარების რა გზა გაიარეს პოლიტიკურმა პარტიებმა და როგორ შეგვიძლია უკეთ დავძლიოთ ის პრობლემები, რომლებიც დემოკრატიული საზოგადოების მშენებლობის პროცესს ახლავს.

იხილეთ დოკუმენტი