გენდერული თანასწორობის შეფასება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებში

პოლიტიკური პარტიების გენდერული თანასწორობის ინდექსი პარტიებს სამი ძირითადი განზომილებით აფასებს – საარჩევნო, ინსტიტუციური და პროგრამული. თითოეული განზომილება მოიცავს ინდიკატორების ერთობლიობას, რომელთაც მინიჭებული აქვთ კონკრეტული ქულა და მათი ერთობლიობა შემდგომში, პარტიებში გენდერული თანასწორობის ინდექსის შექმნის შესაძლებლობას იძლევა. საქართველოს პოლიტიკური პარტიების გენდერული რანგირება პირველად 2014 წელს ჩატარდა. წინამდებარე კვლევა მესამე რანგირებას წარმოადგენს, რომელიც 2017 წელს მოიცავს.

იხილეთ დოკუმენტი