EECMD-ის წარმომადგენლებმა წალენჯიხის მერთან “დემოკრატიის ჰაბის” სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) პროგრამის ხელმძღვანელებსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა. 

Შეხვედრაზე მერს გავაცანით EECMD-ის სამომავლო პროექტები, მათი სარგებლიანობა და შესაძლებლობები. ასევე, ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების ფართო სპექტრსა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე. 

EECMD წალენჯიხაში ახალ ოფისს – “დემოკრატიის ჰაბს” უახლოეს მომავალში გახსნის და პირველ ეტაპზე შემდეგი ძირითადი მიმართულებით იმუშავებს:

  • პოლიტიკური განათლების პროგრამები; 
  • საზოგადოებისა და თვითმმართველობის თანამშრომლობის, თვითმმართველობის ეფექტურობის გაუმჯობესების ხელშეწყობა; 
  • ანტი-დემოკრატიული პროპაგანდისა და ტენდენციების საწინააღმდეგო სამოქალაქო სამოქმედო გეგმების შექმნა და განხორციელება.

“Ჩემი მიზანია, თვითმმართველობა გავხადო დამოუკიდებელი და ძლიერი. Მე ხალხმა მომცა ძალაუფლება და ეს ძალაუფლება მინდა უკან დავუბრუნო მათ. ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ Წალენჯიხა გახდეს სამაგალითო: ცვლილებების, პროგრესისა და დემოკრატიის”, – აღნიშნა გია ხარჩილავამ.

EECMD-ს მრავალწლიანი გამოცდილება აქვს პოლიტიკური განათლების, პოლიტიკური დიალოგის, ანტი-დემოკრატიულ პროპაგანდასა და მის ტენდენციებთან ბრძოლის სფეროში. იმედი გვაქვს, ამ მიმართულებით ჩვენი გამოცდილება და საქმიანობა საინტერესო და სასარგებლო იქნება.

“დემოკრატიის ჰაბი” იქნება სივრცე, სადაც ექსპერტებთან ერთად მოეწყობა შეხვედრები დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებთან დაკავშირებით.” – აღნიშნა EECMD-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან ცუცქირიძემ. 

Შეხვედრას ესწრებოდნენ: მაია მაჭავარიანი – პროგრამების მთავარი კოორდინატორი; სალომე მუხურაძე – პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის უფროსი ოფიცერი; ნინო ხითარიშვილი – დემოკრატიის განათლების პროგრამის უფროსი ოფიცერი; ირინე კურტანიძე – კომუნიკაციების ოფიცერი.  Პროგრამის ხელმძღვანელებმა ისაუბრეს თავიანთი პროგრამების შესახებ და მათ ფარგლებში სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე.

წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) პროგრამის ხელმძღვანელებსა და აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა.