
ადგილობრივი არჩევნების მეორე ტურის შემდეგ, ყველა ჩვენგანი ფიქრობს იმაზე, თუ როგორ შეიძლება ქვეყნის დემოკრატიული უკუსვლის, პოლიტიკური გარემოს დეგრადაციის შეჩერება და რა არის გასაკეთებელი იმისთვის, რომ პოლიტიკური პროგრესის გზა გამოჩნდეს. ტაქტიკური, სწრაფი ნაბიჯების შესახებ მსჯელობა აუცილებელია, მაგრამ ასევე საჭიროა სტრატეგიული ანალიზი იმ ვითარებისა, რომელშიც ქვეყანა იმყოფება. ამის გარეშე, ნებისმიერი მცდელობა, სწრაფად და ძირეულად შევცვალოთ ვითარება, დიდი