ცნობილი ბელარუსი აქტივისტი – ანატოლი ლიაბედზკასა, საქართველოს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შეხვდა.

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ცნობილ ბელარუს აქტივისტ – ანატოლი ლიაბედზკასა და საქართველოს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის.

შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოს პარლამენტში “დემოკრატიული ბელარუსისთვის” ჯგუფის შექმნა და საქართველოსა და ბელორუსის პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის ხელშეწყობა. ანატოლი ლიაბედზკამ ქართულ მხარეს გააცნო სვეტლანა წიხანოვსკაიას გუნდის გზავნილი პოლიტიკოსებისა და ქართველი ხალხისთვის.

შეხვედრაზე, ასევე, იმსჯელეს საქართველოსა და ბელარუსის სამოქალაქო საზოგადოებას შორის ურთიერთობების გაღრმავებასა და ბელარუსული დიასპორის საქართველოში ინტეგრაციის საკითხზე.
ანატოლი ლიაბედზკა ცნობილი ბელარუსი აქტივისტი და პოლიტიკოსია, ასევე, XII და XIII მოწვევის ბელორუსის რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი და “ბელორუსის ერთიანი სამოქალაქო პარტიის“ ყოფილი თავმჯდომარე.

ამჟამად, Ბატონი ანატოლი, სვეტლანა წიხანოვსკაიას მრჩეველია ბელარუსის საკონსტიტუციო რეფორმაში და ხელმძღვანელობს “ევროპული დიალოგის ცენტრს”.

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD) ორგანიზებით გაიმართა შეხვედრა ცნობილ ბელარუს აქტივისტ – ანატოლი ლიაბედზკასა და საქართველოს პოლიტიკური პარტიების ლიდერებს შორის.