“რუსეთის აგრესია უკრაინაში: წინააღმდეგობის ერთი წელი”

დღეიდან ვიწყებთ რეგიონულ კონფერენციებს რუსეთ-უკრაინის ომის გასული წლის შეფასების, 2023 წლის პერსპექტივების და ქართულ-უკრაინული ურთიერთობების შესახებ. თელავი, გორი, ქუთაისი, წალენჯიხა, ბათუმი. 23 თებერვალს კი, თბილისში იქნება დასკვნითი საერთაშორისო კონფერენცია.

კონფერენცია დაეთმობა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა საქართველო-უკრაინის ურთიერთობები ომის დროს და მის შემდგომ პერიოდში, არსებული სამხედრო პერსპექტივები და ომის ფონზე საერთაშორისო გარემოს მნიშვნელოვანი ცვლილებები ევროპასა და აზიაში.

რეგიონული კონფერენციები გაიმართება უკრაინაში ჰოლანდიის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერითა და საქართველოში უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობით.

 

 

რეგიონული კონფერენცია