მესამე რეგიონალური კონფერენცია პოლიტიკაში ფულის როლის შესახებ

მესამე რეგიონალური კონფერენცია „ფული პოლიტიკაში“ 26-27 ივნისს თბილისში გაიმართება. კონფერენციას ორგანიზებას უწევს საქართველოს აუდიტის სამსახური შემდეგ ორგანიზაციებთან თანამშრომლობით: ევროსაბჭო, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD), დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის საერთაშორისო ინსტიტუტი (International IDEA), საერთაშორისო გამჭვირვალეობა საქართველო, საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი (IFES) და ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი ( OSCE/ODIHR).

კონფერენცია შემდეგ მნიშვნელოვან თემებს შეეხება: ქალი კანდიდატებისათვის ფინანსებთან თანაბარი წვდომა, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და ეფექტური ფინანსური მონიტორინგის განმახორციელებელი ინსტიტუტების როლი, კამპანიის დაფინანსების თანამედროვე მექანიზმები, სოციალური მედიის მზარდი როლი და პოლიტიკური პარტიების დაფინანსების წარმომავლობა. გლობალური მასშტაბით ლიბერალ-დემოკრატიული რეჟიმების წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების ფონზე, EECMD მოხარულია სხვა ორგანიზაციებთან ერთად ხელი შეუწყოს საკითხის ირგვლივ შედეგზე ორიენტირებული და პრაქტიკული დისკუსიის წარმართვას.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ სალომე მუხურაძეს, პროგრამის უფროსი ოფიცერი