ვაგენინგის უნივერსიტეტის პროფესორების ვიზიტი წალენჯიხაში დასრულდა.

ჰოლანდიელი ექსპერტები შეხვდნენ ადგილობრივ ფერმერებს, გაეცნენ რეგიონში არსებულ მდგომარეობას, გამოწვევებსა და შესაძლებლობებს.

აგრარული მეურნეობის განვითარების ხელშეწყობის პროექტი არის მაღალი დონის, პრაქტიკული დახმარება წალენჯიხისა და მთელი რეგიონის განვითარებისთვის. ჩვენ გრძელვადიანი გეგმების იმედი გვაქვს და ამ მოდელის სხვა ქალაქებზე გავრცელებისაც.

პროექტის ფარგლებში ჰოლანდიელი ექსპერტები შეიმუშავებენ მუნიციპალიტეტის სოფლის მეურნეობისა და ეკონომიკური განვითარების სამოქმედო გეგმას; გაუზიარებენ ექსპერტიზას სექტორის წარმომადგენლებს, დაეხმარებიან მათ საერთაშორისო მოთხოვნების შესაბამისი ხარისხის პროდუქციის სტანდარტების განსაზღვრასა და დანერგვაში.

პროექტი ხორციელდება #EECMD-სთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, წალენჯიხის განვითარების ფონდისა და წალენჯიხის მერის გია ხარჩილავას ჩართულობითა და ჰოლანდიის „ვახენინგენის უნივერსიტეტისა და კვლევითი ინსტიტუტის“ მჭიდრო თანამშრომლობით.