განხილვები დემოკრატიაზე უკრაინაში: ექსპერტთა დისკუსია დეცენტრალიზაციაზე

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) უკრაინაში დემოკრატიის მხარდამჭერ საქმიანობას განაგრძობს. ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული სისტემის რეფორმა უკრაინაში დემოკრატიზაციის მიმდინარე პროცესის ნაწილია. 2017 წლის 16 და 24 ნოემბერს, EECMD-მა ოდესასა და ლვოვში უკრაინაში დეცენტრალიზაციის თემაზე დისკუსია გამართა. ოდესაში EECMD-ის დისკუსიები საჯარო ადმინისტრირების ეროვნული აკადემიის ოდესის რეგიონალურ ინსტიტუტთან თანამშრომლობით გაიმართა, რომელმაც აღნიშნულ ღონისძიებას უმასპინძლა. ლვოვის EECMD-ის ოფისი უკრაინასა და ლვოვის რეგიონში დეცენტრალიზაციის პრობლემების განხილვის მნიშვნელოვან სივრცედ ჩამოყალიბდა. EECMD-ის მიერ ორგანიზებული დისკუსიების ორივე ციკლში მონაწილეობას იღებდნენ დეცენტრალიზაციის საკითხებზე ადგილობრივი ექსპერტები, ისევე როგორც სამოქალაქო საზოგადოების, პოლიტიკური პარტიების, კვლევითი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი ადმინისტრაციების წარმომადგენლები. დისკუსიების მოდერირებას ოდესისა და ლვოვის დემოკრატიის სკოლების კოორდინატორები, სერგი გლებოვი და პეტრო კუზიკი, უწევდნენ.

პროფესორი სერგეი სახანენკომ, ოდესის საჯარო ადმინისტრირების რეგიონალური ინსტიტუტის წარმომადგენელი, რომელიც დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის საკითხების ექსპერტია, და ინოვაციური კვლევის წარმომადგენლებმა მარიან ლოპანამ და იევენ ლანიუკმა გახსნეს დისკუსიები ოდესასა და ლვოვში, სადაც მიმოიხილეს  უკრაინაში მიმდინარე დეცენტრალიზაციის პროცესების ძირითადი მიღწევები და გამოწვევები, კონკრეტულად კი ოდესისა და ლვოვის რეგიონებში არსებული საუკეთესო პრაქტიკები. დისკუსიები ძირითადად შეეხებოდა ოთხ ძირითად კითხვას: როგორია არსებული მდგომარეობა დეცენტრალიზაციის რეფორმის კუთხით როგორც ოდესასა და ლვოვში, ისე უკრაინაში? რა გაკეთდა უკვე და რა დამატებითი ძალაუფლება შეიძლება გადაეცეს ადგილობრივ თემებსა და ადმინისტრაციებს რეფორმის პროცესში? რა გავლენას მოახდენს დეცენტრალიზაციის პროცესი პოლიტიკური პარტიების პოლიტიკებზე, პოზიციონირებასა და საარჩევნო სტრატეგიებზე? როგორ შეიძლება გაუმჯობესდეს ადგილობრივი აქტორების მონაწილეობა დეცენტრალიზაციის პროცესში რათა მათმა აქტივობებმა მოიტანოს უკეთესი შედეგები რეფორმისათვის?

დისკუსიებმა არამხოლოდ გამოავლინა უკრაინასა და მის რეგიონებში დეცენტრალიზაციის პროცესის გამოწვევები და პრობლემები, არამედ აჩვენა აღნიშნული პრობლემების გადაჭრისადმი მიმართული პოტენციური პოლიტიკური და ადმინისტრაციული მიდგომები. მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს პირდაპირ კავშირს დეცენტრალიზაციის პროცესსა და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს შორის, რომელთა განხორციელებას უკრიანული საზოგადოება დღეს ცდილობს და რომლებიც წინააღმდეგობაში მოდის ზოგიერთი ადგილობრივი პოლიტიკური და ეკონომიკური ელიტების ფარულ განზრახვებთან.

შეხვედრის დროს ერთ-ერთ ასეთ მიდგომად დასახელდა აღნიშნულ პროცესებში მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობის წახალისება. როგორც ერთ-ერთმა ექსპერტმა შეხვედრის დროს განაცხადა: „უკრაინის მოქალაქეთა დიდი რაოდენობის ჩართულობა პოლიტიკურ და რეფორმატულ პროცესში  მნიშვნელოვანია… ჩვენ გვჭირდება, რომ განვითარდეთ როგორც სამოქალაქო ჩართულობის, ისევე ჩვენი შესაძლებლობების განვითარების კუთხით“. ნათელია, რომ EECMD გააგრძელებს ოდესასა და ლვოვში დეცენტრალიზაციის სფეროს მიმართულებით მუშაობას და მომავალში ღონისძიებების ორგანიზების მეშვეობით მონიტორინგს გაუწევს ამ კუთხით არსებულ წარმატებებსა და გამოწვევებს.