რეგიონული პოლიტიკური დიალოგი

რეგიონული პოლიტიკური დიალოგი

რეგიონული თანამშრომლობა წარმოადგენს EECMD-ის საქმიანობის ფუნდამენტურ მიმართულებას, რომელიც მიზნად ისახავს ნდობის გაძლიერებას, დიალოგის ხელშეწყობასა და თანამშრომლობის გაღრმავებას დემოკრატიულ აქტორებს შორის სამხრეთ კავკასიასა და უკრაინაში.

2013–2017 წლებში EECMD (რომელიც იმ პერიოდში NIMD-ის რეგიონული ოფისის სახით ფუნქციონირებდა) ახორციელებდა ინიციატივებს, რომლებიც აერთიანებდა ახალგაზრდა პოლიტიკურ ლიდერებს ნდობის აღდგენისა  და დემოკრატიული განვითარების ხელშეწყობის მიზნით რთულ რეგიონულ გარემოში. ეს საქმიანობა განსაკუთრებულად უსვამდა ხაზს ლიდერებს შორის უწყვეტი დიალოგის, გამოცდილების გაზიარებისა და ურთიერთდახმარების მნიშვნელობას.

აღნიშნული სამუშაოს მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო სამხრეთ კავკასიისა და უკრაინის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმი, რომელიც ყოველწლიურად იმართებოდა ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასთან პარტნიორობით. ფორუმი აერთიანებდა შესაძლებლობების განვითარების აქტივობებსა და მაღალი დონის დიპლომატიურ დიალოგს, მათ შორის საქართველოს პარლამენტში  ევროპელი პოლიტიკური ლიდერების მონაწილეობით ჩატარებულ კონფერენციებს.

 

ჩვენი მიდგომა

EECMD-ის რეგიონული დიალოგის ინიციატივები ფოკუსირებული იყო შემდეგზე:

  • ახალგაზრდა პოლიტიკური ლიდერების პოლიტიკის ცოდნისა და დიალოგის უნარების გაძლიერება 
  • მდგრადი პლატფორმების შექმნა რეგულარული ურთიერთობისა და რეგიონული მნიშვნელობის საკითხებზე გამოცდილების გასაზიარებლად
  • თანამშრომლობისა და ნდობის გაღრმავება პოლიტიკურ და კონფლიქტით დაზარალებულ გარემოში 
  • რეგიონული ქსელური ურთიერთობებისა და გრძელვადიანი ჩართულობის მხარდაჭერა მონაწილეებს შორის

 

გავლენა

ტრენინგების, დიალოგისა და ქსელური აქტივობების სტრატეგიული კომბინაციის მეშვეობით EECMD- ხელი შეუწყო რეგიონში ახალგაზრდა ლიდერებს შორის მდგრადი კავშირების ჩამოყალიბებას.

ამ ინიციატივებმა შეამცირა იზოლაცია სხვადასხვა ჯგუფებს შორის, გააძლიერა დიალოგის კულტურა და ხელი შეუწყო დემოკრატიული ლიდერების ახალი თაობის ჩამოყალიბებას, რომლებიც ორიენტირებულნი არიან თანამშრომლობაზე და რეგიონულ სტაბილურობაზე.

 

რატომ არის ეს მნიშვნელოვანი

სწრაფად ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოში, ძლიერი რეგიონული თანამშრომლობა გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს. EECMD-ის მიერ გაწეული შრომა აჩვენებს, რომ მდგრადი დიალოგი და თანამშრომლობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს დემოკრატიული მდგრადობისა და გრძელვადიანი მშვიდობის ხელშეწყობაში.