დემოკრატიის ფესტივალი

DemFest არის EECMD-ის ინიციატივა, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული პროცესების დეცენტრალიზაციას და მათ დაახლოებას მოქალაქეებთან. ფესტივალი საზოგადოებრივ სივრცეებს აქცევს დინამიურ პლატფორმებად, სადაც პოლიტიკური დისკუსია, სამოქალაქო აქტივიზმი და კულტურული ღონისძიებები ერთიან სივრცეში იყრის თავს.
დანიური Folkemødet-ის მოდელით შთაგონებული ეს საჯარო ფორმატი ანგრევს ბარიერებს მოქალაქეებს, პოლიტიკურ აქტორებს, მეწარმეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს შორის. იგი ქმნის უნიკალურ გარემოს იდეების არაფორმალური გაცვლისა და პოლიტიკის მიდგომების ერთობლივი განხილვისთვის. DemFest აქტიურად უწყობს ხელს პლურალიზმის, გამჭვირვალობისა და სხვადასხვა სექტორს შორის თანამშრომლობაზე დაფუძნებული ეროვნული კულტურის განვითარებას.
.რას აკეთებს DemFest
● ქმნის ღია პლატფორმებს პოლიტიკური დიალოგისთვის;
● ხელს უწყობს მოქალაქეთა მონაწილეობასა და ჩართულობას;
● აკავშირებს პოლიტიკურ აქტორებს, სამოქალაქო საზოგადოებასა და ადგილობრივ თემებს;
● პოპულარიზაციას უწევს დემოკრატიულ ღირებულებებს ინტერაქტიული ფორმატებით;
● აერთიანებს პოლიტიკურ დისკუსიებსა და კულტურულ აქტივობებს.

DemFest საქართველოში
საქართველოში DemFest 2024 წელს ჩატარდა რეგიონული მინი-ფესტივალების სერიის სახით თელავში, წალენჯიხასა და ქუთაისში და დემოკრატიული დიალოგი და სამოქალაქო ჩართულობა პირდაპირ ადგილობრივ თემებში მიიტანა.
ღონისძიებებმა ერთ სივრცეში მოუყარა თავი პოლიტიკურ პარტიებს, სამოქალაქო საზოგადოებას, საჯარო ინსტიტუტებს, მეწარმეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს. ფესტივალის რეგიონებში გამართვამ უზრუნველყო, რომ დედაქალაქს გარეთ მცხოვრებ მოქალაქეებს ჰქონოდათ შესაძლებლობა პირდაპირი წვდომა ჰქონოდათ პოლიტიკურ დებატებზე და უშუალო კომუნიკაცია დაემყარებინათ პოლიტიკურ აქტორებთან.
დისკუსიების, საჯარო აქტივობებისა და კულტურული ღონისძიებების მეშვეობით მონაწილეებს ჰქონდათ შესაძლებლობა გაეცვალათ იდეები, განეხილათ მნიშვნელოვანი პოლიტიკური საკითხები და ურთიერთობა დაემყარებინათ უფრო არაოფიციალურ და ხელმისაწვდომ გარემოში.
DemFest ქუთაისი: https://www.facebook.com/reel/2445625215827211
DemFest თელავი: https://www.facebook.com/reel/1163114241606182
DemFest წალენჯიხა: https://www.facebook.com/reel/1128449318237251

DemFest მოლდოვაში
მოლდოვაში DemFest კიშინოვში იმართება, როგორც მასშტაბური საჯარო ღონისძიება, რომელიც მოქალაქეებს, პოლიტიკურ აქტორებსა და სამოქალაქო საზოგადოებას ღია და ინტერაქტიულ გარემოში აერთიანებს.
2025 წლიდან ფესტივალი ყოველწლიურ ხასიათს ატარებს, რაც დიალოგისა და თანამშრომლობისთვის სტაბილურ პლატფორმას შექმნის. ღონისძიება ხელს უწყობს დემოკრატიულ პროცესებში ჩართულობას და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფს შორის კონსტრუქციულ აზრთა გაცვლას. დისკუსიების, სამოქალაქო აქტივობებისა და კულტურული ელემენტების სინთეზით, DemFest მოლდოვაში დემოკრატიას წარმოაჩენს როგორც ცოცხალ და მონაწილებით პროცესს.

ფოტო: https://drive.google.com/file/d/13u-faeaEjnGHHC3LTQK2r61u9M0K-j3t/view?usp=sharing
ფოტო: https://drive.google.com/file/d/1jvfOxa8-8RKZEqdbNOVk0uGQXNhWiHpQ/view?usp=sharing