დემოკრატიის სკოლები
EECMD-ის დემოკრატიის განათლების პროგრამა ორგანიზაციის საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, რომელიც მიზნად ისახავს დემოკრატიული კულტურის გაძლიერებას ადამიანებში ინვესტირების გზით.
პროგრამა აძლიერებს სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებს პოლიტიკური პარტიებიდან, სამოქალაქო საზოგადოებიდან, მედიიდან და საჯარო ინსტიტუტებიდან იმ ცოდნით, უნარებითა და ღირებულებებით, რომლებიც აუცილებელია დემოკრატიულ ცხოვრებაში აქტიური მონაწილეობისთვის. სხვადასხვა აქტორის ერთ სივრცეში გაერთიანებით, პროგრამა ხელს უწყობს დემოკრატიის საერთო აღქმას და უზრუნველყოფს ჩართულობას პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ჯგუფებს შორის.
EECMD მიიჩნევს, რომ მდგრადი დემოკრატიული განვითარება ეფუძნება ინფორმირებულ, კომპეტენტურ და აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც მონაწილეობენ ანგარიშვალდებული და ინკლუზიური მმართველობის ჩამოყალიბებაში.
რას ვაკეთებთ
პროგრამა ხელს უწყობს დემოკრატიულ ჩართულობას შემდეგი მიმართულებებით:
● სამოქალაქო და დემოკრატიის საგანმანათლებლო პროგრამები მმართველობის, პოლიტიკური სისტემებისა და სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ
● ლიდერობა და შესაძლებლობების განვითარება დამწყები და საშუალო დონის პოლიტიკური და სამოქალაქო მოღვაწეებისთვის
● დიალოგისა და თანამშრომლობის მრავალსექტორიანი პლატფორმების შექმნა
● ქსელების ჩამოყალიბება და თანასწორთა გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობები
ჩვენი მიდგომა
პროგრამის ბირთვს წარმოადგენს დემოკრატიის სკოლები — ინტენსიური, მრავალთვიანი, სტრუქტურირებული სასწავლო პროცესები, რომლებიც აერთიანებს თეორიულ ცოდნას, პრაქტიკულ უნარებსა და დიალოგს.
ეს პროგრამები სცდება ტრადიციული ტრენინგის ფორმატს. ისინი ქმნიან ინკლუზიურ სივრცეებს, სადაც სხვადასხვა გამოცდილების მქონე მონაწილეები ცვლიან შეხედულებებს, მსჯელობენ და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობებს აყალიბებენ. ეს მიდგომა ხელს უწყობს ნდობის გაძლიერებას, პლურალიზმის განვითარებას და დემოკრატიული მონაწილეობის კულტურის ჩამოყალიბებას.
EECMD აერთიანებს ადგილობრივ ცოდნასა და რეგიონულ გამოცდილებას, რათა შექმნას ადგილობრივ კონტექსტზე მორგებული პროგრამები, რომლებიც პასუხობს თითოეული ქვეყნის საჭიროებებს და ამავე დროს კონცენტრირებულია ინკლუზიაზე, მონაწილეობასა და დემოკრატიული ღირებულებებზე.
გრძელვადიანი გავლენა
პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მდგრადობასა და გრძელვადიან ჩართულობას. პროგრამის მონაწილეები ერთიანდებიან კურსდამთავრებულთა ქსელში, რომელიც აგრძელებს მონაწილეობას დემოკრატიულ პროცესებში, სამოქალაქო დიალოგებსა და ინიციატივებში.
პროგრამის დასრსულების შემდეგ ორგანიზაცია კურსდამთავრებულებისთვის უზრუნველყოფს სხვადასხვა მცირე გრანტებს, ერთობლივი ინიციატივებსა და გაცვლით შესაძლებლობებს. EECMD ეხმარება ალუმნებს მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებასა და საკუთარ თემებში ცვლილებების შეტანაში.
სად ვმუშაობთ
დემოკრატიის განათლების პროგრამა ხორციელდება საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ადგილობრივ პარტნიორებთან და ინსტიტუტებთან თანამშრომლობით.
რატომ არის ეს მნიშვნელოვანი
პროგრამა ხელს უწყობს უფრო მდგრადი, ინკლუზიური და მონაწილეობითი დემოკრატიული სისტემების განვითარებას ინდივიდების გაძლიერებისა და საზოგადოებაში დიალოგის ხელშეწყობის გზით.