საპრეზიდენტო კანდიდატების პროგრამების ვებ-გვერდი 12 ოქტომბერს განახლდება

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), 2013 წლიდან მოყოლებული, ვებ-გვერდ www.prezidenti.ge-ის მეშვეობით, აქვეყნებს საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. ამ ვებ-გვერდის მიზანია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატებმა ამომრჩეველს კონკრეტული, შედეგზე ორიენტირებული და ნათელი წინასაარჩევნო ხედვები შესთავაზონ, რის საფუძველზეც მას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა ექნება არჩევნების დღეს.

საინფორმაციო ვებ-გვერდი, www.prezidenti.ge ღიაა ნებისმიერი რეგისტრირებული პრეზიდენტობის კანდიდატისთვის. ვებ-გვერდზე წინასაარჩევნო პროგრამის განსათავსებლად საჭიროა პრეზიდენტობის კანდიდატმა გამოაგზავნოს შევსებული კითხვარი შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: contact@eecmd.org

www.presidenti.ge ოფიციალურად 2018 წლის 12 ოქტომბერს განახლდება.