www.partiebi.ge აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის (EECMD) პროექტია, რომელიც 2012 წლიდან მოყოლებული რეგულარულად აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების/მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმირებულ პოლიტიკურ დებატებს. მრავალპარტიული ვებ-გვერდის შექმნით, გაცილებით მეტ მერობის კანდიდატს მიეცემა საშუალება შეიმუშაოს წინასაარჩევნო პოლიტიკის ხედვა და www.partiebi.ge -ს მეშვეობით ხელმისაწვდომი გახადოს ყველა დაინტერესებული მხარისათვის.
ამ ვებ-გვერდის საშუალებით, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ერთმანეთს შეადაროს მერობის კანდიდატების ხედვები მისთვის საინტერესო საკითხზე. თბილისში რეგისტრირებულ ნებისმიერ მერობის კანდიდატს, რომელიც მონაწილეობას იღებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, შეუძლია განათავსოს საკუთარი ხედვა www.partiebi.ge -ზე. ამისათვის, შევსებული კითხვარი (ჩამოტვირთეთ) გამოაგზავნეთ შემდეგ მისამართზე: contact@eecmd.org