სტრატეგიული დაგეგმვა პოლიტიკური პარტიებისათვის: პრაქტიკული სახელმძღვანელო

წინამდებარე პუბლიკაციაში, რომელიც NIMD-ისა და საერთაშორისო IDEA-ს მიერ ერთობლივად შეიქმნა, ორი ორგანიზაციის პროგრამულ ქვეყნებში მისი სამომავლო გამოყენების მიზნით, შეჯამებულია საქართველოში NIMD-ის მიერ პარტიული განვითარების მიმართულებით გაწეული სამუშაოს გამოცდილებები.

„სტრატეგიული დაგეგმვა პოლიტიკური პარტიებისათვის: პრაქტიკული სახელმძღვანელო“ მსოფლიოში სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია გამოიყენოს, რათა გაზარდოს მოქალაქეების მათდამი ნდობა და ინტერესი. წინამდებარე მეთოდოლოგიით, რომელიც წარმატებით გამოიცადა საქართველოსა და მოზამბიკში, NIMD იმედოვნებს, რომ პოლიტიკურ პარტიებს აღმოაჩნდებათ საკმარისი რესურსი, რათა გაიუმჯობესონ საჯარო პოზიცია და გაზარდონ საარჩევნო წარმატების შანსები. ეს პუბლიკაცია სახელმძღვანელოა პოლიტიკური პარტიებისათვის მხარდაჭერი ორგანიზაციებისთვისაც, რათა პოლიტიკურ პარტიებს სტრატეგიული დაგეგმვის პროცესის შექმნასა და განხორციელებაში დაეხმარნონ. პუბლიკაცია მოიცავს სტრატეგიული დაგემვის სახელმძღვანელო პრინციპებს, რომელიც მიმართულია პარტიების ორგანიზაციული შესაძლებლობების სისტემატიური გაძლიერებისაკენ.

იხილეთ დოკუმენტი