საზოგადოების ხედვა საქართველოს საკონსტიტუციო რეფორმაზე

„ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტი“ წარმოგიდგენთ საკონსტიტუციო რეფორმის ირგვლივ ხარნგრძლივი მუშაობის პირველ შედეგს, რომელიც თანამონაწილეობაზე, გაზიარებასა და კონსენსუსზე დაფუძნებული საკონსტიტუციო რეფორმის მხარდაჭერისკენაა მიმართული. წინამდებარე გამოცემა წარმოადგენს კვლევის შედეგების ანგარიშს, რომელიც ასახავს საზოგადოების აზრს საკონსტიტუციო რეფორმაზე, მათ მოლოდინებს რეფორმირების პროცესზე და პრეფერენციებს ძირითად საკონსიტუტუციო პრინციპებზე. კვლევა 2009 წლის ოქტომბერში, NIMD-ის დაკვეთით CRRC-ის მიერ განახორციელდა.

კვლევის შედეგები მიმდინარე საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში საზოგადოების ნაკლებ ჩართულობაზე მიუთითებს. რესპონდენტთა ნახევარმა არ იცის, რატომ დაფუძნდა საკონსტიტუციო კომისია. დიდი სამუშაოა გასაწევი საზოგადოების ამ პროცესში ჩასართავად, რათა შეთავაზებული რეფორმა საყოველთაოდ მიღებული და შედეგიანი აღმოჩნდეს. შედეგებმა ასევე აჩვენა, რომ ახალმა კონსიტიტუციამ უნდა შეძლოს საზოგადოების ნდობის აღდგენა სასამრთლოსადმი. რა სისტემაც არ უნდა შექმნას კომისიამ, ძლიერი და დამოუკიდებელი სასამართლოს არსებობა გადამწყვეტია, რათა საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულება უზრუნველყოფილი იყოს. საკონსტიტუციო რეფორმის მიმდინარე პროცესი საფუძველს უქმნის მეტად სტაბილურ, მდგრად და დაბალანსებულ სისტემას, მაგრამ მისი წარმატებულად დანერგვა მხოლოდ საზოგადოების ცნობიერების ამაღლების და ღია დისკუსიებში მათი ჩართვის მეშვეობითააა შესაძლებელი.

იხილეთ დოკუმენტი