პოლიტიკურ პარტიების დაფინანსების რეგულირება: პრაქტიკის მიმოხილვა

პუბლიკაცია, რომელიც 2012 წლის 10–12 ივლისს, ტანზანიაში გამართული კონფერენციის „პოლიტიკურ პარტიათა დაფინანსების სამართლებრივი ჩარჩო,“ საკვანძო საკითხებისა და დასკვნების შეჯამებას წარმოადგენს, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ისნტიტუტის (NIMD), საერთაშორისო ინსტიტუტი დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერისათვის (International IDEA) და ტანზანიის დემოკრატიული ცენტრის (TCD) ერთობლივი თანამშრომლობით გამოიცა.

კონფერენციის მონაწილე საერთაშორისო ორგანიზაციებმა და პოლიტიკურმა პარტიებმა განიხილეს პოლიტიკური დაფინანსების საკითხი და იმსჯელეს იმ პრობლემებზე, რასაც ამ მხრივ ბევრი დემოკრატიული სახელმწიფო ხვდება. კონფერენციაში მონაწილე სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გაუზიარეს პოლიტიკური პარტიების დაფინანსების საკითხის ირგვლივ დაგროვილი გამოცდილება, განიხილეს პოლიტიკური დაფინანსების სხვადასხვა მოდელები და იმსჯელეს პარტიების დაფინანსების საკითხის რეგულირების, შესაბამისი კანონმდებლობის ჩამოყალიბებისა და მისი იმპლემენტაციის გზებზე. პუბლიკაციაში განხილულია ბურუნდის, მალავის, უგანდას, განას, მოზამბიკისა და ტანზანიის მაგალითები.

პუბლიკაცია ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე

 

იხილეთ დოკუმენტი