პოლიტიკური პროგრამების მრავალპარტიული ვებ-გვერდი

მოცემული პუბლიკაცია აერთიანებს 2011 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ორგანიზაციის მიერ შექმნილ პოლიტიკური პროგრამების მრავალპარტიულ ვებ-გვერდზე www.partiebi.ge განთავსებული, 5 პოლიტიკური პარტიის პასუხებს 21 აქტუალურ შეკითხვაზე. ვებ-გვერდი პროექტის “დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება საქართველოში” ფარგლებში შეიქმნა და მისი თავარი ამოცანა გახლავთ ხელი შეუწყოს საზოგადოებისათვის მნიშვნელოვან საკითხებზე ინფორმირებულ, ხარისხიან პოლიტიკურ დისკუსიას. იმისათვის, რათა ერთი მხრივ, წაგვეხალისებინა კონკრეტული პოლიტიკური გეგმების ფორმირება პოლიტიკურ პარტიებში და მეორე მხრივ, არჩევნებში მონაწილე პარტიათა ხედვები საზოგადოებისათვის მოსახერხებელი ფორმით მიგვეწოდებინა, ჩვენ საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შევთავაზეთ მოკლე, ლაკონური პასუხები გაეცათ ჩვენი აზრით აქტუალურ და მნიშვნელოვან 21 საკითხთან მიმართებაში. თითოეულ პარტიას თითოეულ კითხვაზე თანაბარი მოცულობის – მაქსიმუმ 250 სიტყვიანი პასუხის გაცემა შეეძლო.
მოცემულ პუბლიკაციაში მკითხველს შეუძლია ქართულ ენაზე გაეცნოს ცალკეული პოლიტიკური გაერთიანების 2011 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ დაფიქსირებულ პოლიტიკურ ხედვებს 21 აქტუალურ თემაზე.

იხილეთ დოკუმენტი