პოლიტიკური პარტიების დიალოგი: ფასილიტატორის სახელმძღვანელო

მოცემული სახელმძღვანელო ხაზს უსვამს დემოკრატიზაციის პროცესში პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგის მნიშვნელობას. სახელმძღვანელო სამ შინაარსობრივ ნაწილად არის დაყოფილი და თან ახლავს კონკრეტული ქეისების განხილვა.
პირველი ნაწილი ყურადღებას ამახვილებს მრავალპარტიული დიალოგის მიზნებსა და უპირატესობებზე – როგორ შეუძლია ამ ფორმატს ”აიძულოს” პოლიტიკოსები მეორე პლანზე გადაწიონ  მოკლე ვადიანი საარჩევნო მიზნები ან პირადი ინტერესები და წაახალისოს პარტიები მიაღწიონ კონსესუსს საერთო ეროვნული მნიშვენლობის საკითხებზე. მსჯელობა დამყარებულია სხვადასხვა ქვეყნის მაგალითებით და ყურადღებას უთმობს ისეთი მნიშვნელოვანი მეთოდოლოგიური საკითხების განხილვას, როგორიცაა პარტიებს შორის ნდობის ჩამოყალიბების პროცესი, მრავალპარტიული დიალოგის ორგანიზება, დღის წესრიგის შემუშავება და სხვები. მეორე ნაწილში აქცენტი გაკეთებულია ფასილიტატორის ქცევაზე – როგორ უნდა უზრუნველყოს ფასილიტატორმა დიალოგის დინამიურად და ნაყოფიერად წარმართვა. გამოცემის მესამე ნაწილი დიალოგის ინკლუზიურობის მნიშვნელობას უსვამს ხაზს. სახელმძღვანელოს ბოლო, დასკვნით ნაწილში, რამდენიმე ქვეყნის მაგალითზე ავტორები აჩვენებენ პოლიტიკურ პარტიათა შორის დიალოგის თავისებურებებს.

პუბლიკაციის ტექსტი ხელმისაწვდომია მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

იხილეთ დოკუმენტი