NIMD და ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში ანახლებს პარტნიორობას 2017 წლისათვის

საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოს ოფისი განაგრძობს მუშაობას საქართველოში დემოკრატიის ხელშეწყობის მიმართულებით. 2017-2018 წლისათვის, გაგრძელდება უკვე არსებული პროექტები, ისევე როგორც განხორციელდება ახალი აქტივობები.
Partiebi.ge

Partiebi.ge საარჩევნო პროგრამების უნიკალურ წყაროს წარმოადგენს, რომელიც საქართველოში უკვე მეხუთე წელია ფუნქციონირებს. პლატფორმის მიზანია ამომრჩეველთა ინფორმირების დონის გაზრდა და საარჩევნო პროგრამის შემუშავების თვალსაზრისით პარტიების პასუხისმგებლობის კიდევ უფრო განვითარება.პლატფორმა ქვეყანაში ჩატარებული ბოლო ოთხი არჩევნების საარჩევნო პროგრამების შესახებ ინფორმაციის მთავარი წყაროა და ის გამიზნულია როგორც ამომრჩევლებისათვის, ისევე სხვა დაინტერესებული აუდიტორიისათვის, მათ შორის მედიის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და აკადემიური სივრცისათვის. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, partiebi.ge საზოგადოებას შესთავაზებს მრავალმხრივ პროგრამებს სხვადასხვა რეგიონისა და ქალაქების კანდიდატებისათვის.

საარჩევნო პროგრამების ფასი/ღირებულება

2017 წლისათვის, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დამატებით აქტივობებს ახორციელებს საქართველოში უფრო მეტად პასუხისმგებლიანი საარჩევნო პროგრამების განვითარების მიმართულებით. ჰოლანდიისა და ევროკავშირის შესაბამის გამოცდილებაზე დაყრდნობით, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის ჩამოაყალიბებს დამოუკიდებელ ექსპერტთა პანელს, რომელიც შეაფასებს მერობის კანდიდატებისა და პოლიტიკური პარტიების მიერ შემოთავაზებული საარჩევნო პროგრამების ფისკალურ ღირებულებას. შედეგები გამოქვეყნდება ისეთივე ადვილად ხელმისაწვდომ ფორმატში როგორიცაა partiebi.ge. აღნიშნული პროგრამის ინიცირებით, ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის მიზნად ისახავს წაახალისოს პოლიტიკური პარტიების მხრიდან უფრო პასუხისმგებლიანი პოლიტიკის შექმნა და ამომრჩევლებსა და სხვა დაინტერესებულ მხარეებს მისცეს საარჩევნო პროგრამების ღირებულებების შედარების შესაძლებლობა.

დემოკრატიის სკოლები საქართველოში

NIMD-ის დემოკრატიის სკოლები ფუნქციონირებს საქართველოს ოთხ ქალაქში: თელავში, გორში, ქუთაისსა და ბათუმში. ნიდერლანდების საელჩო მხარს დაუჭერს დემოკრატიის სკოლების საქმიანობას გორსა და ბათუმში. დემოკრატიის სკოლები არის 5-თვიანი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ყურადღებას ამახვილებს დემოკრატიული მმართველობის, დემოკრატიული პოლიტიკისა და პოლიტიკური საქმიანობის საკითხებზე ტრეინინგებსა და განათლებაზე.

პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის მომავალი აღმოსავლეთ სამეზობლოსა და დასავლეთ ბალკანეთში

ნიდერლანდების ინსტიტუტი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის თანა-ორგანიზებით გაიმართება ერთობლივი კონფერენცია, რომელიც შეეხება რეგიონში პოლიტიკური პარტიების დახმარების სტრატეგიებსა და მიდგომებს. დემოკრატიის გლობალური უკანდახევის პირობებში, განვითარების მხარდამჭერმა ორგანიზაციებმა უნდა შეიმუშავონ ისეთი სტრატეგიები, რომლებიც გზას გაუხსნის აღმოსავლეთ სამეზობლოსა და დასავლეთ ბალკანეთში დემოკრატიული სისტემების მხარდასაჭერად და დემოკრატიის ეროზიის პრევენციისათვის საჭირო ინსტრუმენტების განვითარებას.