EECMD გმობს თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დემოკრატიული აქტივისტების წინააღმდეგ, რაც დღეს ქობულეთში ვიხილეთ.
ვგმობთ თავდასხმას მშვიდობიანი მოქალაქეებისა და დემოკრატიული აქტივისტების წინააღმდეგ, რაც დღეს ქობულეთში ვიხილეთ. ანტი-დემოკრატიული, პრორუსული ძალების მხრიდან ძალადობასა და ძალადობის მუქარებს ბოლო პერიოდში რეგულარული სახე აქვს ისევე, როგორც პოლიციის უუნარობას – დროულად აღკვეთოს დანაშაული. ასეთი უმოქმედობა მოძალადე, ანტიდემოკრატიული ჯგუფებისთვის წახალისების ნიშანია.
რუსეთის უკრაინაში ინტერვენციის ფონზე, საქართველოში გააქტიურებული ანტი-დემოკრატიული, მოძალადე ჯგუფების კიდევ უფრო წახალისება ქვეყნის სტაბილურობას აზიანებს და კითხვებს ბადებს, თუ რამდენად ერთგულია ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიული და ევროპული მომავლისა, რაც მოქმედებით და არა მხოლოდ დეკლარაციებით უნდა გამოიხატებოდეს. მოვუწოდებთ ხელისუფლებას ეფექტიანი ზომები მიიღოს როგორც დღეს ქობულეთში მომხდარი ძალადობის მონაწილეების კანონის შესაბამისად დასასჯელად, ისე სისტემურადაც: აღკვეთოს და არ დაუშვას ოკუპანტი ძალის პროპაგანდისა და პოლიტიკის გამტარებელი ჯგუფების მოქმედება.
ჩვენ გავაძლიერებთ დემოკრატიის ქსელისა და დემოკრატიის აქტივისტების მხარდაჭერას, ხელს შევუწყობთ მათ უკეთეს და უსაფრთხო კონსოლიდაციასა და ორგანიზებას.
ანტი-დემოკრატიული, პრორუსული ძალების მხრიდან ძალადობასა და ძალადობის მუქარებს ბოლო პერიოდში რეგულარული სახე აქვს ისევე, როგორც პოლიციის უუნარობას – დროულად აღკვეთოს დანაშაული. ასეთი უმოქმედობა მოძალადე, ანტიდემოკრატიული ჯგუფებისთვის წახალისების ნიშანია.