Სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობა რეგიონული განვითარებისთვის

ხუთი ქალაქი და შვიდი რეგიონული განვითარების მგზამკვლევი. Drive Democracy-ის პროექტის ფარგლებში, მოქალაქეთა ხედვის დოკუმენტები მომზადდა.

ქვეყნის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ჯგუფები ყოველდღიურ პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობდნენ. სწორედ ამიტომ, პროექტის მონაწილეები – “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისთვის”, ექვსი თვის განმავლობაში მუშაობდნენ რეგიონული განვითარების გზამკვლევებზე.

პროექტის ფარგლებში მომზადდა რეგიონული განვითარების გზამკვლევები საქართველოს ხუთ ქალაქში თბილისში, გორში, თელავში, ქუთაისსა და ბათუმში. ეს დოკუმენტები არის მოქალაქეთა ხედვა, რომელიც ემსახურება რეგიონში არსებული პრობლემების იდენტიფიცირებას, მათი გადაჭრის გზების დასახვასა და რეკომენდაციების შემუშავებას.

დოკუმენტებზე მუშაობის პროცესს წინ უძღოდა ინტენსიური სასწავლო კურსი, რომლის ფარგლებში მონაწილეებს სოციალურ-ეკონომიკურ თემატიკაზე ჩაუტარდათ ტრენინგები. რამდენიმეთვიანი ინტენსიური დისკუსიის, ექსპერტებთან კონსულტაციის, კვლევის და პრობლემების გამოკვეთის შემდეგ, მონაწილეთა მიერ შეიქმნა დოკუმენტები. თითოეული მათგანი ფოკუსირებული სხვადასხვა საკითხზე და პრობლემის ანალიზთან ერთად შესაბამისი უწყებებისთვის რეკომენდაციებს მოიცავს. ეს დოკუმენტებია:

  • ბათუმის ცენტრალური პარკი და მისი განვითარების მოქალაქეთა ხედვა – ბათუმის რეგიონული განვითარების გზამკვლევი;
  • ქუთაისის მუნიციპალიტეტში ბავშვის უფლებების დაცვის მექანიზმის შესაძლებლობათა გაძლიერება – ქუთაისის რეგიონული განვითარების გზამკვლევი;
  • კულტურული მემკვიდრეობა რეგიონული განვითარებისთვის – გორის რეგიონული განვითარების გზამკვლევი;
  • საგზაო გარემოს გაუმჯობესება შშმ პირებისთვის, მოხუცებისა და ბავშვებისთვის – თბილისის რეგიონული განვითარების გზამკვლევი;
  • უსახლკაროები და მათი ღირსეული ცხოვრებისთვის შესაბამისი უფლებების უზრუნველყოფა – თბილისის რეგიონული განვითარების გზამკვლევი;
  • საჯარო მწვანე სივრცეების განვითარება ქალაქ თელავში – თელავის რეგიონული განვითარების გზამკვლევი;
  • ადგილობრივი საზოგადოებრივი სივრცეების განვითარება – გორის რეგიონული განვითარების გზამკვლევი;

Drive Democracy ამომრჩეველთა ინფორმირებისა და გაძლიერების მიმართულებით უკვე მეორე წელია მუშაობს. პროექტი განათლების, პრობლემების მოგვარების, გზამკვლევების შექმნისა და პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობის გზით ეხმარება საზოგადოებრივ ჯგუფებს გააქტიურდნენ და იყვნენ პროცესის წამმართველები.

 

პროექტი Drive Democracy ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის მიერ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (Economic Policy Research Center) პარტნიორობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) ფინანსური მხარდაჭერით

ხუთი ქალაქი და შვიდი რეგიონული განვითარების მგზამკვლევი. Drive Democracy-ის პროექტის ფარგლებში, მოქალაქეთა ხედვის დოკუმენტები მომზადდა.