DRIVE Democracy: რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) ფინანსური მხარდაჭერითა და ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (EPRC) თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს “რეგიონების უზრუნველყოფა ინფორმაციით და ამომრჩეველთა გაძლიერება დემოკრატიისათვის“, რომელიც მიზნად ისახავს ამომრჩევლების იმდაგვარად გაძლიერებას, რომ წარმატებით მოითხოვონ მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე  ფოკუსირებული პოლიტიკური თუ საარჩევნო პროგრამები და ისეთი პოლიტიკის განხორციელება ქვეყანაში, რომელიც მეტად პასუხობს საქართველოს მოქალაქეების რეალურ საჭიროებებს.

ამ მიზნით, ჩვენი სტრატეგია აერთიანებს სამ ურთიერთდამოკიდებულ აქტივობას, რომლებიც მიზნად ისახავს: 1. ინტენსიური სასწავლო პროგრამის მეშვეობით, მოქალაქეთა ჯგუფების აღჭურვას საჭირო უნარებით, ცოდნით, ტექნოლოგიებითა და ინფორმაციით რათა ისინი წარმატებით ჩაერთონ პოლიტიკურ დიალოგში არჩეულ თანამდებობის პირებთან, პოლიტიკურ პარტიებთან და ადგილობრივ ხელისუფლებთან. 2. პოლიტიკური დიალოგის ფორმატების შექმნას, რომელიც საშუალებას მისცემს ამომრჩევლებს, მათ მიერ არჩეულ წარმომადგენლებთან ერთად ჩართული იყვნენ პოლიტიკის საკითხების განხილვაში; 3. ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების ანგარიშვალდებულების გაღრმავებას, მათ შორის, ადგილობრივი სამოქალაქო ინიციატივების დაფინასების საშუალებით და ეროვნულ დონეზე, ყოველწლიური სამოქალაქო კონგრესების ორგანიზებით.

პროექტი საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში ხორციელდება და  ეყრდნობა EECMD-ის გამოცდილებას საქართველოში დემოკრატიის განათლების პროგრამისა და პოლიტიკურ პარტიებთან მუშაობის კუთხით, ისევე როგორც, EPRC-ის ექსპერტთა გამორჩეულ კომპეტენციას ეკონომიკური განვითარებასა და პოლიტიკის დაგეგმვაში.

განმახორციელებელი ორგანიზაცია : აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის – EECMD

პარტნიორი: ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი – EPRC

გეოგრაფიული არეალი: კახეთი, შიდა ქართლი, იმერეთი, აჭარა და თბილისი

ხანგრძლივობა:  36 თვე

 

 „ამ საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით“

პროექტი საქართველოს ხუთ რეგიონში: თბილისში, კახეთში, შიდა ქართლში, იმერეთსა და აჭარაში ხორციელდება