“Drive Democracy-ის კურსის გავლის შემდეგ მივხვდი, რომ შემიძლია ჩემს თანაგუნდელებთან ერთად უფრო გაბედულად ვიმუშაო სხვადასხვა ინიციატივაზე, შემიძლია მეტი ჩართულობის მექანიზმების გამოყენება და მეტი ექსპერტის იმედიც მქონდეს. “

თინიკო ხანჯალიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გახდა, პარტიული სიით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და დღეს საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს.

თინიკომ პირველად “აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისთვის” (EECMD) პროგრამა “დემოკრატიის სკოლა”, შემდეგ კი “Drive Democracy” გაიარა. როგორც თვითონ აღნიშნავს, პროექტ “Drive Democracy”-ში მონაწილეობის გადაწყვეტილება სხვა კურსდამთავრებულების მაგალითზე მიიღო, როდესაც დაინახა, რომ მათ სიღრმისეულად შეისწავლეს რეგიონულ დონეზე არსებული გამოწვევები და ადგილობრივი ხელისუფლებისთვის მათი მოგვარების გზების შეთავაზება შეძლეს.

„ჩემი ღრმა რწმენით, ადგილობრივი თვითმმართველობა შეიძლება და უნდა იყოს პოზიტიური ცვლილებების ყველაზე დიდი კატალიზატორი ქვეყანაში, რადგან ის აქ ხდება, ახლა ხდება და ჩვენს თავს ხდება.“

თინიკოს აზრით, თვითმართველობა საუკეთესო პლატფორმაა საკუთარი თემისთვის კარგი ცვლილებების ინიციირებისა და განხორციელებისთვის. შესაბამისად, როდესაც მიიღო შეთავაზება არჩევნებში მონაწილეობის შესახებ, ბევრი არ უფიქრია:
„ჩემთვის დემოკრატია თვითრეალიზების ყველაზე დიდი შესაძლებლობაა ინდივიდის და საზოგადოების დონეზე“

დემოკრატიის სკოლამ და Drive Democracy-მ დიდი როლი ითამაშა მისი პოლიტიკური ხედვების, ბრძოლის მეთოდისა და გამოხატვის თავისუფლების საკუთარი გაგების ფორმირებაში.

“Drive Democracy-ის კურსის გავლის შემდეგ მივხვდი, რომ შემიძლია ჩემს თანაგუნდელებთან ერთად უფრო გაბედულად ვიმუშაო სხვადასხვა ინიციატივაზე, შემიძლია მეტი ჩართულობის მექანიზმების გამოყენება და მეტი ექსპერტის იმედიც მქონდეს”.

თინიკო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ის პრაქტიკული უნარები, ცოდნა და გამოცდილება, რომელიც პროგრამის განმავლობაში მიიღო, ძალიან მნიშვნელოვანია წარმომადგენლობითი ორგანოში მუშაობისას და მათ ყოველდღიურ საქმიანობაში იყენებს. როგორც თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, თინიკო აპირებს პროექტის ფარგლებში შექმნილი რეგიონული განვითარების გზამკვლევის რეკომენდაციების შესრულებასა და იქ ჩამოთვლილი საკითხების ადვოკატირებას.

ასევე, გამოყოფს რამდენიმე ფაქტორს რის გამოც სხვებსაც ურჩევდა Drive Democracy-ში მონაწილეობის. ესენია: “შესაძლებლობა მოუსმინო კომპეტენტურ ადამიანებს; გაეცნო ერთი საკითხის გარშემო სხვადასხვა პოლიტიკური ხედვის მქონე ადამიანთა განსხვავებულ პოზიციებს; და მიღებული ცოდნის საფუძველზე ჩამოაყალიბო საკუთარი ხედვა.”

Drive Democracy ამომრჩეველთა ინფორმირებისა და გაძლიერების მიმართულებით უკვე მესამე წელია მუშაობს. პროექტი განათლების, პრობლემების მოგვარების, გზამკვლევების შექმნისა და პოლიტიკური დიალოგის ხელშეწყობის გზით ეხმარება საზოგადოებრივ ჯგუფებს გააქტიურდნენ და იყვნენ პროცესის წამმართველები.

პროექტი Drive Democracy ხორციელდება აღმოსავლეთ ევროპის მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრის მიერ, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრთან (Economic Policy Research Center) პარტნიორობით და აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID/Georgia) ფინანსური მხარდაჭერით.

თინიკო ხანჯალიაშვილი თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე გახდა, პარტიული სიით „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ და დღეს საკრებულოს ეკონომიკისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიას ხელმძღვანელობს.