2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებისათვის www.partiebi.ge განახლდება

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის (EECMD) პროექტის „დემოკრატიული პოლიტიკური პარტიების ინსტიტუციური და საარჩევნო შესაძლებლობების გაძლიერება საქართველოში“ ფარგლებში უზრუნველყოფს ვებგვერდის www.partiebi.ge განახლებას. აღნიშნულ ვებგვერდზე 2012 წლიდან რეგულარულად ქვეყნდება საქართველოს პოლიტიკური პარტიებისა თუ მერობის კანდიდატების წინასაარჩევნო შეხედულებები ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული.

www.partiebi.ge საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება ერთმანეთს შეადაროს თბილისის მერობის კანდიდატების ხედვები მისთვის საინტერესო საკითხების შესახებ. ვებგვერდი იქნება ერთიანი სივრცე და შესაძლებლობა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე მერობის კანდიდატებისთვის, განათავსონ თავიანთი საარჩევნო პროგრამები ონლაინ პლატფორმაზე.

გთხოვთ, მოგვაწოდოთ შევსებული კითხვარი და თბილისის მერობის კანდიდატის მოკლე ბიოგრაფია 2021 წლის 25 აგვისტოს ჩათვლით, შემდეგ მისამართზე: contact@eecmd.org ვებ-გვერდი ამოქმედდება 2021 წლის სექტემბერში და მისი ოფიციალური წარდგენაც (ამოქმედებასთან ერთად) სექტემბერში იგეგმება.

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისათვის, EECMD უზრუნველყოფს ვებგვერდის www.partiebi.ge განახლებას.