ცხადდება მიღება პანკისის დემოკრატიის სკოლაში

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი მრავალპარტიული დემოკრატიისათვის იწყებს აპლიკაციების მიღებას პანკისის დემოკრატიის სკოლაში.  თუ ხარ სტუდენტი, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციის წარმომადგენელი, საჯარო მოხელე, ჟურნალისტი, პოლიტიკური პარტიის წევრი, ან უბრალოდ, პოლიტიკით დაინტერესებული აქტიური ადამიანი, მაშინ ეს სკოლა შენთვისაა!

დემოკრატიის სკოლა წარმოადგენს ინტენსიურ საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც განკუთვნილია ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო სექტორის, მედიის, პოლიტიკური პარტიების, აკადემიური წრეების წარმომადგენლების, წარმატებული სტუდენტებისა და თანამედროვე დემოკრატიის საკითხებით დაინტერესებული აქტიური მოქალაქეებისთვის 18 წლიდან. ჩვენი პოლიტიკური განათლების ცენტრები 2011 წლიდან საქართველოს ოთხ ქალაქში ფუნქციონირებს ბათუმი, ქუთაისი, გორი და თელავი, რომელთაც წელს თბილისის და პანკისის დემოკრატიის სკოლაც შეემატება. პანკისის დემოკრატიის სკოლა განახლებულ სასწავლო მოდულს მოიცავს და პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია სასწავლო ვიზიტები, ტრენინგები პანკისში და სხვა დამატებითი აქტივობები.

პანკისის ხეობაში მცხოვრები პირების გარდა, აპლიკაციების გამოგზავნაა შეუძლიათ მსურველებს კახეთის რეგიონიდან.

დემოკრატიის სკოლის პროგრამა უფასოა. მსმენელად შერჩევისთვის აუცილებელი პირობაა სკოლის სრულ პროგრამაზე დასწრება, რაც მოიცავს 5–საათიან ტრენინგებს კვირაში ორჯერ 2018 წლის ოქტომბრიდან 2019 წლის თებერვლის ჩათვლით. ტრენინგების ძირითადი ნაწილი ჩატარდება თელავის დემოკრატიის სკოლაში სამშაბათს და ოთხშაბათს 12:00 – 17:00 საათებში.

მეტი ინფორმაციისთვის EECMD-ის და/ან დემოკრატიის სკოლების შესახებ ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://goo.gl/xDaQJy

მონაწილეობის მსურველებმა უნდა შეავსონ   აპლიკაციის ფორმა  2018 წლის  30 სექტემბრი ჩათვლით. შერჩეულ კანდიდატებთან ჩატარდება გასაუბრება.

 

პროექტი ხორციელდება საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მხარდაჭერით.