ჩვენი ცენტრი საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა

მოხარული ვართ, რომ დღეს ჩვენი ორგანიზაცია საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა. პალატის წევრობა ჩვენთვის ახალი შესაძლებლობაა საქართველოს ბიზნეს სექტორთან მჭიდრო ურთიერთობების ჩამოყალიბებისა და მათი გამოცდილებითა და მოსაზრებებით ჩვენი საქმიანობის გასამდიდრებლად. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებაც, პოლიტიკური განვითარებისა და პოლიტიკური დიალოგის სფეროში, ღირებული იქნება პალატის წევრებისთვის. მომავალში ძალიან საინტერესო და სასარგებლო თანამშრომლობის იმედი გვაქვს.