ტრენინგი ნაციონალური მოძრაობისთვის მოხალისეთა მობილიზაციისა და მართვის შესახებ

2015 წლის 4-5 დეკემბერს, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტისა (NIMD) და ედუარდო ფრაის ფონდის (EFF) ორგანიზებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის მოხალისეთა მოძიებისა და მართვის შესახებ ტრენიგი გაიმართა. შეხვედრის ფასილიტატორი, ჰოლანდიიდან მოწვეული ტრენერი ბატონი არტ ვან ბოკოვი იყო. ბატონი ბოკოვის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს პოლიტიკაში მუშაობისა და ჰოლანდიელი ქრისტიან დემოკრატებისთვის მოხალისეთა საქმიანობის დაგეგმვის. ამჟამად, იგი საკონსულტაციო ფირმის დირექტორია, 1996 წლიდან კი EFF-ის ტრენერი.

ტრენინგის მთავარი მიზანი, მონაწილეთა ცოდნის გაღრმავება მოხალისეთა მობილიზაციასა და ამ კუთხით დაგროვილი გამოცდილების გაზიარება იყო. NIMD-ის წარმომადგენელი აღმოსავლეთ ევროპის სამეზობლოში, ლევან ცუცქირიძე მიესალმა მონაწილეებს და მიმოიხილა ორგანიზაციის საქმიანობა რეგიონში. ასევე, მან ყურადღება გაამახვილა პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებზე საქართველოში.

ტრენინინგის პირველ დღეს, ბატონმა ბოკოვიმ მონაწილეებს გააცნო მოხალისეთა მართვის ძირითადი თეორიები – სოციალური პასუხისმგებლობა, მონაწილეობა, მაღალი ნდობის საზოგადოება და ინკლუზიური ინსტიტუბი. უფრო მეტიც, მან დეტალურად ისაუბრა მოხალისეთა მობილიზაციის შვიდ მთავარ მოტივზე – ორმხრივი მხარდაჭერა, ქველმოქმედება და სოლიდარობა, პიროვნული განვითარება, კამპანიის წარმოება; პასუხისმგებლობის გადანაწილება, მარკეტინგი, და კარგად აღქმული საერთო ინტერესი. ასევე, მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ ემსჯელათ ამომრჩეველებთან ეფექტიანი კომუნიკაციისა და კარ და კარი კამპანიის ჩატარების სპეციფიკაზე. აღნიშნული ორი დღის მანძილზე, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა მონაწილეობა მიიღეს პრაქტიკულ სამუშაოებში  რითაც უკეთ გამოკვეთეს მოხალისეთა მობილიზების კუთხით საქართველოში არსებული დაბრკოლებები და მათი შესაძლო აღმოფხვრის მექანიზმები.

ტრენინგების, სემინარების, კვლევებისა და კონსულტაციების ორგანიზებით NIMD-ის პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა ხელს უწყობს პოლიტიკური პარტიების შიდა პარტიული ანალიზის, ინსტიტუციონალური და ორგანიზაციული განვითარების გეგმის ფორმირებას. პარტიების გაძლიერებით, NIMD ხელს უწყობს ძლიერი, მდგრადი პოლიტიკური ინსტიტუტების შექმნას, რაც მრავალპარტიული დემოკრატიის საწინდარია.