ტრენინგი კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთისათვის

2013 წლის 24-25 ივნისს, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) ორგანიზებით კონსერვატიული პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებისათვის ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი “პოლიტიკური იდეოლოგიები და საერთაშორისო ორგანიზაციები” კონსერვატიული პარტიისათვის NIMD–ის პოლიტიკურ პარტიათა მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჩატარებული პირველი ღონისძიებაა.
მოწვეული ტრენერის, კორნელი კაკაჩიას მიერ შედგენილი სასწავლო პროგრამა მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცოდნის გაღრმავებას პარტიული პოლიტიკის კუთხით და ცნობიერების ამაღლებას თანამედროვე პოლიტიკურ პროცესებსა და გლობალურ მოვლენებზე. ტრენინგის მსვლელობისას განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: პოლიტიკური პარტიების ცნება, პოლიტიკური პარტიების საერთაშორისო როლი, საერთაშორისო ორგანიზაციები და პოლიტიკური დებატების ტექნიკა. ორ დღიანი ტრენინგი NIMD-ის თბილისის ოფისში ჩატარდა, რომელსაც 12 ახალგაზრდა კონსერვატორი ესწრებოდა. მონაწილეთა შეჯამებით აღნიშნული ტრენინგი მნიშვნელოვნად გააძლიერებს შიდაპარტიულ დემოკრატიას და დებატების კულტურის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.