ტრენინგები პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი კანდიდატებისთვის

2014 წლის გაზაფხულზე (28 აპრილი – 10 მაისი) ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის მხარდაჭერით ადგილობრივი თვითმმართველობის თემატიკაზე პოლიტიკური პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ რაიონული საკრებულოების მაჟორიტარ კანდიდატებს ტრენინგები ჩაუტარდათ.
ტრენინგების მოდული ბატონ კოტე კანდელაკის, გიორგი აბაშიშვილის და ირაკლი ლექვინაძეს მიერ იქნა შემუშავებული და მიზნად ისახავდა მაჟორიტარი კანდიდატების ცოდნის გაღრმავებას ადგილობრივი თვითმმართველობის, საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებებისა და ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების საკითხებში. ტრენინგების მსვლელობისას განხილულ იქნა შემდეგი თემები: თვითმმართველობის არსი და დეცენტრალიზაციის ტიპები, თვითმმართველობის ფუნქციები და უფლებამოსილებები, საკრებულოების მუშაობის საერთო წესი, თვითმმართველი ერთეული ბიუჯეტის ფორმირება, ადგილობრივი თვითმმართველობის ქონება, სახელმწიფო კონტროლი, საარჩევნო კოდექსის სიახლეები, ადგილობრივი საინვესტიციო პოტენციალის ანალიზი და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან თანამშრომლობის შესაძლებლობები მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განსავითარებლად.

ტრენინგების ციკლი 4 ნაკადად ჩატარდა და მასში სულ 90 მაჟორიტარმა კანდიდატმა მიიღო მონაწილეობა. მონაწილეთა შეფასებით აღნიშნული ტრენინგები მნიშვნელოვნად დაეხმარებათ მათ როგორც წინა საარჩევნოდ, ისე შემდგომ საქმიანობაში.