სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის გაცნობა სომხური პოლიტიკური პარტიებისათვის

9-10 მარტს, NIMD-მა სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიის შესახებ გაცნობითი სახის ტრენინგები ჩაატარა შემდეგი პოლიტიკური პარტიებისათვის: “სომხეთის რესპუბლიკური პარტია”, “სამოქალაქო კონტრაქტი” და “განათლებული სომხეთი”.
სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია შემუშავდა NIMD-ის მიერ რათა ახალგაზრდა დემოკრატიული ქვეყნების პოლიტიკურ პარტიებს უკეთესად ინსტიტუციონალიზებულ ორგანიზაციებად ჩამოყალიბებაში დახმარებოდა. მეთოდოლოგია, რომელიც ეფუძნება საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასა და მსოფლიოს მასშტაბით პოლიტიკური პარტიების განვითარებისკენ მიმართულ საქმიანობაში NIMD-ის გამოცდილებას, მოიცავს სიღრმისეულ შიდა პარტიულ შეფასებას და მისიის შეფასებას, ისევე როგორც ორგანიზაციული განვითარების დაგეგმვას. აღნიშნული პოლიტიკურ პარტიებს ეხმარება გააცნობიერონ სტრატეგიული დაგეგმვის მნიშვნელობა და გააძლიერონ საკუთარი შესაძლებლობები ორგანიზაციულ სწავლებაში ჩართულობისა და ცვალებად გარემოებებზე რეაგირების კუთხით. სტრატეგიული დაგეგმარება და შემუშავებული სტრატეგიული გეგმა შესაძლებელია ეხებოდეს მთლიანად პოლიტიკური პარტიას ან ფოკუსირებული იყოს პოლიტიკური პარტიის სხვადასხვა ერთეულებისა და ფილიალების განვითარებაზე.

აღნიშნული მეთოდოლოგია პოლიტიკურ პარტიებს სთავაზობს შესაძლებლობას, რომ მოსწყდნენ ყოველდღიურ საქმიანობას და ყურადღება დაუთმონ უფრო ფუნდამენტურ და გრძელვადიან საკითხებს. მეთოდოლოგია, ასევე წარმოადგენს მიდგომას, რომელიც უზრუნველყოფს პარტიების ინსტიტუციონალური მდგრადობის გაუმჯობესების, შენარჩუნების და გაძლიერების მიმართულებით რეალისტური გრძელვადიანი მიზნების დასახვას. უშუალოდ პროცესის თვალსაზრისით, სტრატეგიულ დაგეგმვაში ჩართულობა ზრდის შიდა დებატებს, ხელს უწყობს იდეების ფორმირებასა და საერთო მიზნებისადმი ადამიანების გაერთიანებას. შედეგად, ხდება ინსტიტუციონალური გაძლიერების პრიორიტეტების იდენტიფიცირება, სამომავლო სტრატეგიების შექმნა და პროგრესის ნიშნულების შემუშავება.