სტრატეგიული დაგეგმვა სომხეთის პოლიტიკური პარტიებისათვის: ტრენერთა ტრენინგი

2014 წლის 13-14 მაისს, ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) ორგანიზებით გაიმართა ტრენერთა ტრენინგი (Training of Trainers –TOT) სომხეთის პოლიტიკური პარტიებისათვის სტრატეგიულ დაგეგმვაში.

NIMD-ის მიერ შემუშავებული სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია მიზნად ისახავს ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებში, პოლიტიკური პარტიების ხელშეწყობას ინსტიტუციური განვითარების კუთხით. NIMD-ი მხარს უჭერს პოლიტიკური პარტიების განვითარებას, ორგანიზაციული ქმედითუნარიანობისა და შიდა დემოკრატიის გაძლიერებას პარტიებთან ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატისა და  ინდივიდუალური მხარდაჭერის პროგრამის შემუშავებით.

2013 წლიდან, პოლიტიკურ პარტიებთან საწყისი კონსულტაციების შემდეგ, NIMD-მა დაიწყო პოლიტიკური პარტიების მხარდაჭერის პროგრამა სომხეთში. შეირჩა ექვსი ექსპერტი პარტნიორი პოლიტიკური პარტიებისათვის სტრატეგიული დაგეგმვის განსახორციელებლად.

ტრენინგის ფარგლებში შერჩეული ფასილიტატორები გაეცნენ სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგიას, ზოგად კონცეფციასა და დაგეგმვის სრულ პროცესს.   ტრენინგი ასევე მოიცავდა პრაქტიკული ინსტრუმენტებისა და დაგეგმვის უნარების შესწავლას. ტრენინგს უძღვებოდა ლევან ცუცქირიძე, NIMD-ის წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში.