სტრატეგიული დაგეგმვა პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობებისთვის

აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის (EECMD), დემოკრატიის ეროვნული ფონდის (NED) ფინანსური ხელშეწყობით,  ახორციელებს პროექტს ,,დემოკრატიას სჭირდება დემოკრატები: პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების მხარდაჭერა სტრატეგიული დაგეგმვის გზით’’. პროექტი უზრუნველყოფს პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობების დახმარებას ორგანიზაციულ განვითარებასა და  პოლიტიკის შემუშავებაში  სტრატეგიული დაგეგმვის მეშვეობით.

ამასთანავე, პროექტი მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს საქართველოში ხუთი პოლიტიკური პარტიისა და/ან მოძრაობის მდგრადობას, ეფექტურობას, პოლიტიკური და ორგანიზაციული შესაძლებლობების გაუმჯობესებას სტრატეგიული გეგმის შემუშავების საშუალებით. სტრატეგიულ გეგმა წარმოადგენს  პარტიებისა და/ან მოძრაობების ყოვლისმომცველ პოლიტიკის დოკუმენტს, რომელიც ეხმარება მათ ჩამოაყალიბონ მისია, ხედვა და ძირითადი პოლიტიკური მიმართულებები. სტრატეგიულ გეგმა არის გუნდის  მიერ მიღებული დოკუმენტი და ემსახურება პარტიების/მოძრაობების ეფექტიან მუშაობას და შიდაპარტიული დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობას.

პროექტის პრიორიტეტებისა და პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, პარტნიორობისთვის შეირჩა ხუთი პოლიტიკური პარტია და/ან სამოქალაქო მოძრაობა: პარტია სამართლიანობისთვის, შენების მოძრაობა, სამოქალაქო მოძრაობისთვის, მოძრაობა სირცხვილია, და „ლელო საქართველოსთვის“ ქალთა საბჭო.

პოლიტიკური პარტიების სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია 2011 წელს ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიის ინსტიტუტის (NIMD) და აღმოსავლეთ ევროპის ცენტრის მრავალპარტიული დემოკრატიისთვის  (EECMD)  მიერ შემუშავდა და არსებითად 2018 წელს განახლდა. სტრატეგიული დაგეგმვის მეთოდოლოგია გამოიყენება, როგორც სახელმძღვანელო სამოქალაქო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისა და მოძრაობებისათვის მათი ორგანიზაციული შესაძლებლობების გაუმჯობესების კუთხით და ეხმარება მათ უფრო ეფექტიანი და მდგრადი ინსტიტუციების შექმნაში.

პროექტის პრიორიტეტებისა და პოლიტიკური მოვლენების გათვალისწინებით, პარტნიორობისთვის შეირჩა ხუთი პოლიტიკური პარტია და/ან სამოქალაქო მოძრაობა.