საქართველოს პოლიტიკური პარტიების გენდერული თანასწორობის ინდექსი

გენდერული თანასწორობის ინდექსის შექმნა NIMD-მა ქალთა პოლიტიკაში უფრო აქტიური მონაწილეობის მხარდასაჭერად დაიწყო. 2014 წელს აღნიშნული კვლევა პირველად განხორციელდა და მას ყოველწლიური ხასიათი ექნება. კვლევა დაინტერესებულ პირებს საშუალებას მისცემს უკეთ დაინახონ თუ რა წინაპირობები არსებობს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებსა და პოლიტიკაში ქალთა უკეთესი მონაწილეობის ხელშესაწყობად და ასევე, თუ რა პირობები არსებობს ამ მხრივ ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებში.

პოლიტიკური პარტიების გენდერული თანასწორობის ინდექსი პარტიებს სამი ძირითადი განზომილებით აფასებს – საარჩევნო, ინსტიტუციური (შიდაპარტიული, ორგანიზაციული) და საპროგრამო. თითოეული განზომილება მოიცავს ინდიკატორების ერთობლიობას, რომელთაც მინიჭებული აქვთ კონკრეტული ქულა და მათი ერთობლიობა შემდგომში, პარტიებში გენდერული თანასწორობის ინდექსის შექმნის შესაძლებლობას იძლევა.

ჩამოტვირთეთ კვლევის ელექტრონული ვერსია