საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების გზამკვლევი

7 ნოემბერი, 2014 – ნიდერლანდების მრავალპარტიული დემოკრატიტის ინსტიტუტმა (NIMD) და ევროპულმა პატრნიორობა დემოკრატიისთვის (EPD) ევროკავშირს და საქართველოს შორის მიღწეული ასოცირების შეთახმების გზამკვლევი წარმოადგინეს.

გზამკვლევი ლაკონური ტექსტით გადმოსცემს საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შინაარსს. ასევე, საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობის ისტორიას, ევროკავშირის ძირითადი ინსტიტუტების შესახებ ინფორმაციას და პასუხობს საქართველოში გავრცელებულ მითებს ევროკავშირის შესახებ. პუბლიკაცია მოიცავს ისეთ თავებს, როგორიცაა აღმოსავლეთ პარტნიორობა, შეთანხმების მომზადების პროცესი, პოლიტიკური დიალოგი, ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობა, ეკონომიკური თანამშრომლობა, ფინანსური დახმარება და ასოცირების დღის წესრიგი.

გზამკვლევის პრეზენტაციას ესწრებოდნენ მთავრობის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიების, თვითმმართველობის და მედიის წარმომადგენლები და სტუდენტები.

გზამკვლევის მიზანია ხელი შეუწყოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და საქართველო ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ცოდნის და ინფორმირებულობის გაღრმავებას. NIMD-ის პროგრამების ფარგლებში გზამკვლევი გამოყენებული იქნება საქართველოს რეგიონებში ასოცირების შეთანხმების შესახებ საინფორმაციო კამპანიების მხარდასაჭერად და გორის, ქუთაისის, თელავის და ბათუმის დემოკრატიის სკოლების სასწავლო პროგრამებისთვის. გზამკვლევის დაბეჭდილი ვერსია ასევე გადაეცემათ დაინტერესებულ ორგანიზაციებს.

გზამკვლევის ავტორები არიან მიხეილ მირზიაშვილი და ივანე ჩხიკვაძე.

ელექტრონული ვერსია გადმოტვირთეთ აქ