სამხრეთ კავკასიის ევროპული ხედვა

სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსების ფორუმი

2013 წლის 29-30 ივნისს, ნიდერლანდების ინსტიტუტმა მრავალპარტიული დემოკრატიისთვის, ჰოლანდიის საელჩოს მხარდაჭერით, ევროპარლამენტის ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეასა და საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობით უმასპინძლა სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდა პოლიტიკოსთა ფორუმს, საქართველოს პარლამენტში, ქუთაისში.

ფორუმში მონაწილეობას იღებდა თხუთმეტი პოლიტიკოსი, სამხრეთ კავკასიის თითოეული ქვეყნიდან. ფორუმს ასევე ესწრებოდნენ საქართველოში ჰოლანდიის საელჩოსა და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. ფორუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ბატონმა ზვიად ძიძიგურმა. საპატიო სტუმრის სახით ღონისძიებაში მონაწილეობას იღებდა სერბეთის რესპუბლიკის ყოფილი პრეზიდენტი (2004-2012) ბატონი ბორის ტადიჩი.

ფორუმი მიზნად ისახავდა დისკუსიის წარმართვას ქვეყნების საგარეო ურთიერთობების, მათი განვითარებისა და რეგიონში მიმდინარე დემოკრატიზაციის პროცესების შესახებ. ფორუმის მონაწილეები განიხილავდნენ რეგიონისათვის მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობა და რეგიონში საერთაშორისო უსაფრთხოების კუთხით არსებული გამოწვევების დაძლევის გზები. ფორუმის დღის წესრიგი ასევე ითვალისწინებდა ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის, საერთაშორისო უსაფრთხოებისა და ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების მიმოხილვას.

გთხოვთ იხილოთ ფორუმის ანგარიში: გადმოწერა